საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელი სახელმწიფო ჯილდოებით - ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეტრო არის თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ექვსი ათწლეულის განმავლობაში აკავშირებს ქალაქის სხვადასხვა უბანს და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსაკუთრებული და სიმბოლური თარიღის აღსანიშნავად, თბილისის მეტროპოლიტენის დაარსებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე. მეტრო მხოლოდ ტრანსპორტი არ არის. მეტრო არის დედაქალაქის პულსი.

მეტრო არის თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში აერთიანებს ქალაქის სხვადასხვა უბანს და მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას დროულად და უსაფრთხოდ მივიდნენ სამსახურში, სასწავლებლებში და საკუთარ ოჯახებში.

ამ წლების განმავლობაში მეტროპოლიტენმა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა ქალაქის განვითარებაზე.

მან შეამცირა საგზაო დატვირთვა, დაზოგა მოქალაქეთა დრო, გააუმჯობესა ეკოლოგიური მდგომარეობა და ხელი შეუწყო დედაქალაქის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე.

„დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მეტროპოლიტენის 2800 თანამშრომელს - მემანქანეებს, ინჟინრებს, დისპეტჩერებს, ტექნიკურ პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე.

განსაკუთრებული პატივისცემით მინდა აღვნიშნო მეტროს ვეტერანი თანამშრომლები, რომლებმაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მეტროს განვითარებას.

თქვენი შრომა არის თბილისის მეტროს ისტორია და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის.
სახელმწიფოს სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, კახა კალაძეს, თბილისის მეტროპოლიტენისა და მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რაც უკვე დადებითად აისახა ქალაქის ცხოვრებაზე.

დარწმუნებული ვარ, თბილისის მერია ასეთივე შემართებით გააგრძელებს ქალაქის მეტროპოლიტენის განვითარებას, რათა ის შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს.

ძვირფასო მეგობრებო, ვუსურვებ მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელს ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას.

ხოლო ჩვენს საყვარელ თბილისს მშვიდობასა და განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლებს:შაქრო ხვედელიძეს - ელექტროდეპო გლდანის კომპრესორის მემანქანეს, გენო მშვენიერაძეს - ელექტრომომარაგების სამსახურის მორიგე ელექტრომონტიორს, ალექსი გაბინაშვილს - სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის ელექტრომონტიორს, ჯუმბერ შადურს - ელექტრომომარაგების სამსახურის ელექტრომექანიკოსს, გალინა შკატოვას - ელექტროდეპო გლდანის ტექნიკური განყოფილების ტექნიკოსს, აკაკი მაჭარაშვილს - ელექტროდეპო გლდანის ბრიგადირს, გივი ღამბაშიძეს - ელექტროდეპო გლდანის ზეინკალს, გურამ გაჩეჩილაძეს - სატრანსპორტო სამსახურის ავტომანქანის მძღოლს, ალექსანდრე ბიბილაშვილს - ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის მთავარ ინჟინერს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769791084

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფ...

ირაკლი კობახიძე

1769788179

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანაში სამართალდაცვის სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიული ნიშნული დააფიქსირა! რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ისტორიულად მაღალი დონე მკაფიოდ ადასტურებს, რომ ქ...

თამთა

1769787407

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე კორეის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად კორეის რესპუბლიკაში, სეულში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ვი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1769785061

ახალი ამბები

გიგლა თამაზაშვილი: განსაკუთრებულად საყურადღებოა სარწყავი წყლის რაციონალურად გამოყენება, სწორედ ამ მიზნით გატარდა 2025 წელს რეფორმები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა 2025 წელს განხორციელებული პროექტები, სისტემური ცვლილებები და მიღწეული შედეგები...

გიგლა თამაზაშვილი

1769783660

მსოფლიო

ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრა თავის ირანელ კოლეგასთან მასუდ პეზეშკიანთან, რის შემდეგაც ანკარამ გამოაცხადა მზადყოფნა, იმოქმედოს, როგორც შუამავალმა ირანსა და შეერთებულ შტატ...

ერდოღანი