შალვა პაპუაშვილი: 60 წელი არ არის მხოლოდ წარსულის შეჯამება, ეს არის მომავლისკენ მიმართული პასუხისმგებლობაც - დღეს ჩვენ ვზეიმობთ მეტროპოლიტენის არა მხოლოდ იუბილეს, არამედ იდეას

„დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 1966 წელს ამოქმედებული თბილისის მეტროპოლიტენი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა, ის იყო პროგრესის, თანამედროვე ქალაქის და მომავლის რწმენის სიმბოლო.

„დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა - სისტემის, რომელიც უკვე ექვსი ათწლეულია ჩვენი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

1966 წელს ამოქმედებული თბილისის მეტროპოლიტენი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. ის იყო პროგრესის, თანამედროვე ქალაქის და მომავლის რწმენის სიმბოლო. იმ ეპოქაში, როდესაც თბილისი სწრაფად იზრდებოდა, მეტროპოლიტენი გახდა პასუხი დროის გამოწვევებზე - ქალაქის მოძრაობის, შრომის, განათლებისა და კულტურის ახალი რიტმის საფუძველი.

დღეს მეტროპოლიტენი მილიონობით მგზავრს ემსახურება. ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიურად იკვეთება ადამიანების ბედი - სტუდენტების, მუშების, ექიმების, მასწავლებლების, ტურისტების. თითოეულ სადგურს თავისი ხასიათი აქვს, თავისი ისტორია და არქიტექტურული იდენტობა, რაც თბილისის მეტროპოლიტენს არა მხოლოდ ფუნქციურს, არამედ კულტურულ ღირებულებადაც აქცევს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთა შრომის გარეშეც ეს სისტემა ვერ იარსებებდა: ინჟინრებს, მშენებლებს, მემანქანეებს, დისპეტჩერებს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას, ვინც წლების განმავლობაში პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქალაქს. თქვენი შრომა ხშირად უხილავია, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეუფასებელია.

60 წელი არ არის მხოლოდ წარსულის შეჯამება. ეს არის მომავლისკენ მიმართული პასუხისმგებლობაც. თანამედროვე თბილისს სჭირდება უსაფრთხო, საიმედო, ეკოლოგიური და განვითარებაზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მეტროპოლიტენი შეძლებს ამ გამოწვევების ღირსეულად მიღებას - ტექნოლოგიური განახლებით, სერვისის მუდმივი გაუმჯობესებით და მგზავრზე კიდევ უფრო მეტი ზრუნვით.

დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ თარიღს, არამედ იდეას - იდეას ქალაქისა, რომელიც მოძრაობს, ვითარდება და ინარჩუნებს თავის უნიკალურ სულს.

გილოცავთ თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს!

გისურვებთ უსაფრთხო გზას, სტაბილურ განვითარებას და კიდევ მრავალ ათწლეულს თბილისის სამსახურში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაზე თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ, ასევე მადლობის სიგელები გადასცეს ღვაწლმოსილ მშენებლებსა და ინჟინრებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769793651

ახალი ამბები

კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია - დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას

მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან,...

კახა კალაძე

1769792980

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...

ირაკლი კობახიძე

1769792858

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები

ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...

ირაკლი კობახიძე

1769791423

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდ...

მიხეილ ყაველაშვილი

1769791084

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფ...

ირაკლი კობახიძე