ირაკლი კობახიძე: ყველაფერი კეთდება ერთი მიზნისთვის რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები, პირველ რიგში, აქ, საკუთარ ქვეყანაში განავითარონ, სტარტაპების განვითარება საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტია

„ქუთაისში ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეების საკუთარ ქვეყანაში - საქართველოში განხორციელება შეძლონ.

ირაკლი კობახიძემ სტარტაპერებს მთავრობის მხარდაჭერა აღუთქვა.

„გუშინ ვეწვიეთ ქუთაისს, სადაც ვქმნით ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც იდგმება სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ მსოფლიო დონის აქსელერატორები და ინვესტორები და ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვის კეთდება – რომ ქართველმა ახალგაზრდებმა და პროფესიონალებმა საკუთარი იდეები, პირველ რიგში, აქ, საკუთარ ქვეყანაში განავითარონ და იდეების რეალიზება შეძლონ საქართველოში. თქვენი წარმატება არის მაგალითი ახალგაზრდებისთვის და არამარტო, ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის.

თითოეული თქვენი ისტორია სტიმულს აძლევს ნებისმიერ სხვა ადამიანს, რომ თავადაც მიაღწიონ წარმატებებს, აიხდინონ ოცნება, სტარტაპად აქციონ იდეები და ამ კუთხით, სამაგალითოა ის საქმე, რომელიც თქვენ, სტარტაპერებმა გააკეთეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ მიღწეულ წარმატებას! ეს ჯილდო არის არამხოლოდ დაფასება იმ საქმიანობისა, რომელიც თქვენ განახორციელეთ, არამედ პასუხისმგებლობაც არის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განავითაროთ საკუთარი იდეები. სტარტაპების განვითარება, ინოვაციების, ტექნოლოგიების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მომავალშიც და ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული ინიციატივები. ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს და მომავალშიც გპირდებით მხარდაჭერას,“ - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758116307

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა, შემდეგ პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა

გიორგი გახარია გაქცეულია. „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა. შემდეგ პარტია ჩამ...

შალვა პაპუაშვილი

1758115377

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო

ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სხვა სა...

შალვა პაპუაშვილი

1758114459

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7080 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1758111428

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტ...

ცესკოცესკო

1758109665

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება

 საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან რაც მოვისმინეთ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვან...

შალვა პაპუაშვილი