შსს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი
დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ მისი საადვოკატო საქმიანობის საბაბით შეხვედრაზე დაითანხმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი გ.ბ.
შეხვედრისას ლ.მ.-მ იგი მობილური ტელეფონით გაასაუბრა ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ დ.მ.-ს, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1758118067
ახალი ამბებითაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1758116307
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა, შემდეგ პარტია ჩამოაყალიბა და იქიდანაც მოკურცხლა
გიორგი გახარია გაქცეულია. „ქართულ ოცნებას“ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ გახარიამ მიგვატოვა, გვიღალატა, უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით გადადგა თანამდებობიდან და გუნდიდან მოკურცხლა. შემდეგ პარტია ჩამ...
1758115377
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო
ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სხვა სა...
1758114459
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7080 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1758111428
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტ...