შალვა პაპუაშვილი: საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება

 საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან რაც მოვისმინეთ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში“.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული.

„ხოშტარია არის ზუსტად ის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე და გაცხადებული მიზანი აქვს, შეუზღუდოს მოქალაქეებს არჩევნების გზით ნების გამოვლენა და ჩაშალოს დემოკრატიული არჩევნები.

ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუციის პრესსპიკერი მხარდაჭერას უცხადებს ასეთ ადამიანს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა ძალადობისთვის მწვანე შუქის ანთება. ფაქტობრივად, ჩვენ რაც მოვისმინეთ პრესსპიკერის მხრიდან, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება.

ამის იქით, ყველა ამგვარი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული თუ ძალადობა, რომელიც წამოვა ამ ჯგუფებისგან, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ევროკავშირის თუ ბრიუსელის შესაბამისმა ინსტიტუციებმა, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ, რომელიც დღემდე არ ემიჯნება ძალადობას. მათ შორის იმ მოძალადეებს, რომლებსაც თავად აფინანსებს.

შეგახსენებთ, სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ადამიანს, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობებისკენ და რომელიც ქილიკობს საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებაზე. ასეთ ადამიანს აფინანსებს ევროკავშირის საელჩო და საზოგადოებას იმის ღირსადაც არ თვლის, წუხილი მაინც გამოთქვას, ერთი სიტყვა გაგვაგონოს.

ეს რამენაირად, არათუ ევროპულ, რაიმე გალაქტიკურ ღირებულებებში მაინც თუ ჯდება, როდესაც ადამიანი პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობისკენ მოუწოდებს და ამას აფინანსებ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით. სამწუხაროა, თუმცა ამ მდგომარეობაში თავად ბრიუსელმა მიიყვანა საკუთარი თავი, რომ მის თავს აიგივებს ძალადობასთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758105817

ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაური დააკავეს

 ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდ...

სპორტსმენი

1758103591

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს, როგორც „დიდი შვიდეულის“ ერთ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოსა და ევროკავშირის ყველა კანდიდატს

 „ქვეყნის მიერ მთავრობის ეფექტიანობის ინდექსში მოპოვებული 62,5% და მსოფლიოს მასშტაბით 35-ე ადგილი განსაკუთრებით დასამახსოვრებელია იმით, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს როგორც „დიდ...

ჩიხელაძე

1758102309

ახალი ამბები

მთავრობის ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

 ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა. „მთავრობის ეფექტიანობის“ შეფასების 100%-იანი სისტემით სა...

საქართველოს მთავრობა

1758100307

მსოფლიო

იუტას შტატის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივი ლგბტქ ადამიანების კრიტიკა გახდა

 იუტას შტატის პროკურორებმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებები, სადაც კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის სავარაუდო მოტივზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას RBC The Guardian-ზე დაყრდნობით ავრცელ...

ჩარლი კირკი გარდაიცვალა

1758099014

ახალი ამბები

თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

 ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას თბი...

თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს