თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს - ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობა „რუსთავი 2007“-ის კუთვნილი უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს მოტყუებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ, 641.20 კვ.მ. საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოძიება გრძელდება, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758115377

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო

ირაკლი ღარიბაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ „დიფ სთეითმა“ საქართველოს ომში ჩათრევა ვერ შეძლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სხვა სა...

შალვა პაპუაშვილი

1758114459

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7080 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1758111428

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

 ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტ...

ცესკოცესკო

1758109665

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვანე შუქის ანთება

 საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან რაც მოვისმინეთ, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დანაშაულის გამართლება და პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულისთვის მწვან...

შალვა პაპუაშვილი

1758108258

ახალი ამბები

გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტით იმყ...

გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება