ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციაზე: თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, არავინ მისცემს ამის საშუალებას
თუ იმედი აქვთ, რომ პროვოკაციებითა და სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენით შეიძლება, ფონს გავიდნენ, რა თქმა უნდა, არავინ არ მისცემს არავის ამის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში უამრავი ასეთი იდეა იხარშებოდა რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა ყოველ ჯერზე სამართალდამცველი უწყებები იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდნენ ასეთი პროვოკაციების განხორციელების საშუალებას.
„დღეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია, არის ერთ მუშტად შეკრული, შესაბამისად, ასეთი იდეები თუ აქვთ, ამ იდეებს არ უწერია განხორციელება. რაც შეეხება უკრაინის უსაფრთხოების ჩართულობას ამ საქმეში, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, როდესაც ასე უხეშად ეპყრობიან ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკრაინული უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლები. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1790358095
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო...
1790356939
მსოფლიორომის პაპი: ხელისუფლებაში მყოფი პირები კანონებს სათავისოდ იყენებენ, როცა მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როცა მათ ზღუდავს, გაერო ეფექტურობის კრიზისს განიცდის
„არსებობს საფრთხე, რომ გაერო „ფარსად“ გადაიქცეს“, – ამის შესახებ კათოლიკური სამყაროს ლიდერმა, რომის პაპმა ლეო XIV-მ, საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია...
1790354520
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად, რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად
გიორგი გამსახურდია, „ნეტგაზეთის“ მიერ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამეიენის მრჩევლის მუქარის გავრცელებას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიცია საკუთარი მედია-რესურსით უსამშობლო და ქვეყნის...
1790351554
ახალი ამბებიბათუმში კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შემთხვევა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტა...
1790349792
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტ...































