ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.
საერთაშორისო გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობას ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
'ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ქართველ მეწარმეებს და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ტრადიციებს, კულტურას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ასევე ქართულ სამზარეულოს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის მასტერკლასებში. ქართული საგამოფენო სივრცეები სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას და კულტურულ ღონისძიებებსაც სთავაზობს.
საერთაშორისო გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
1762404469
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დარწმუნებული ვარ, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ევროკავშირშიც და აღარ იქნებიან ეს ხელდასმული ბიუროკრატები, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ პოლიტიკას
„ქართული ოცნება“ აღქმებით არ ვსაუბრობთ, ყოველთვის ფაქტებით ვადასტურებთ ყველაფერს და მოსახლეობას დავუსაბუთებთ, თუ რატომ არის სიცრუე ის, რაც ანგარიშია ჩაწერილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1762404038
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
6 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი დღე ი...
1762374312
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროპის არცერთ ქვეყანაში არ არის ისეთი მედია მრავალფეროვნება, როგორიც საქართველოშია
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დასავლეთში შეშფოთებულები არიან საქართველოში მედიის მდგომარეობით, თუმცა ვერც ერთ სახელმწიფოს ვერ დაასახელებენ, ს...
1762370912
ახალი ამბებიივანე ჩხაიძე: ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული და თუ ოჯახში რომელიმე წევრს დაუდასტურდა მუნი, სხვა წევრები რისკს წარმოადგენენ
ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც შეხებაშია მუნით დაავადებულ პაციენტთან, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალურად დამუშავებული, - განუცხადა „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო...
1762368653
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მაღვიძარასავით უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოსთან მიმართებით რაც ხდება, თვალის დახუჭვა ამ უსამართლობაზე არ მგონია, რომ კარგის მომტანი იყოს თავად ევროპული პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „მაღვიძარასავით უნდა იყოს ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, საქართველოსთან მიმართებით რაც ხდება, თვალის დახუჭვა ამ უსამართლობაზე არ მგონია, რომ კარგის მომტანი იყოს თავად ევრო...































