გეკა გელაძემ, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი პირის მიერ, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით განხორციელებული ინტენსიური ცეცხლის შედეგად, გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, შეიარაღებული პირი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1763207131
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა IPSOS-ის კვლევაზე: ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები, ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“
„ეს არის ფაქტი, რომ ევროპის ხელისუფლებები, ევრობიუროკრატები ალყაში არიან, მძევლად ჰყავს აყვანილი „დიფ სთეითს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...
1763204211
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე Ipsos-ისკვლევაზე: ჯობია ევროლიბერალებმა ჯერ საკუთარ საზოგადოებას მოუსმინონ, შემდეგ ასწავლონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს ჭკუა და მათ ხალხზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე IPSOS-ის კვლევას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ კვლევით დასტურდება ის, რასაც დიდი ხანია ხელისუფლების წარმომადგენ...
1763201844
ახალი ამბებიდეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...
1763201708
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...
1763199330
ახალი ამბებიპროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...






























