პრემიერი: როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკავშირის ელჩის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების არდაგმობას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ არის პირველი მცდელობა და ის, რომ ევროკავშირის ელჩი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით, აღარავის უკვირს, რაც ძალიან სამწუხაროა.

„ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია. როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასოდეს ემიჯნებიან და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი, კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს, სწორედ, ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარ გვიკვირს არავის. ამ დონემდეა, დღეს, სამწუხაროდ, დასული ევროპული ბიუროკრატია. რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763201844

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. მისივე განმარტებით, წლე...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1763201708

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრ...

გივი მიქანაძემ ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

1763199330

ახალი ამბები

პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგი...

პროკურატურა

1763197491

ახალი ამბები

კახა კალაძე: თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, თუმცა, ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, არანაირი კავშირი ეკლესიასთან არ აქვს

კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვენებულ ვიდეო მიმართვაში გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ „ფეიკ ნიუსს“, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით...

კახა კალაძე

1763196372

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი IPSOS-ის კვლევაზე: ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი

„ევროპელმა ბიუროკრატებმა იმდენი ქნეს თავიანთი ქმედებებით, რომ მიწასთან გაასწორეს ევროკავშირის ავტორიტეტი“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი სოსიაშვილი Ipsos-ის კვლევას, რომლის მიხედვითა...

გიორგი სოსიაშვილი