ირაკლი ნადარეიშვილი: ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე

„ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს თვე რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩევა - ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით თითქმის 25%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე 22%-იანი ზრდა არის 8 თვის ჭრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს კომპლექსურ მიდგომაზე, აქ, პირველ რიგში, იგულისხმება მეწარმეობის მხარდაჭერა სხვადასხვა საფინანსო, თუ არასაფინანსო ინსტრუმენტებით. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი პროექტის მხარდაჭერა განხორციელდა. კაპიტალის ბაზარი, მისი განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გასული წლის განმავლობაში 1,6 მილიარდი ლარის ემისიები განხორციელდა, სადაც თითქმის ნახევარი გამოშვებების მხარდაჭერა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით მოხდა“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ასევე აქტიურობით გამოირჩეოდა 2025 წელი.

„საერთაშორისო გამოფენებში კერძო სექტორის მონაწილეობის თვალსაზრისით, სახელმწიფომ უზრუნველყო 70-ზე მეტი მეტ გამოფენაში კომპანიების მონაწილეობა მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, ერთობლიობაში ეს ღონისძიებები იძლევა იმ შედეგს, რომლითაც გამოირჩევა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მისასალმებელია, რომ ეს ტენდენცია მიმდინარე 2026 წელსაც ნარჩუნდება“. - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789405137

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა, მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა

რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიციის რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლ...

გიორგი ვოლსკი

1789403329

მსოფლიო

მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ და დანია არქტიკის რეგიონსა და გრენლანდიასთან დაკავშირებით წინსვლის გზას მშვიდობიანად გამონახავენ

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ და დანია არქტიკის რეგიონთან, მათ შორის დანიის თვითმმართველ ტერიტორიასთან - გრენლანდიასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი გადაწყვეტ...

მეტე ფრედერიქსენ

1789400239

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: „ტვ იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, „ტვ იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ

ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მას არ დაუხურავს და მომხდარზე პასუხისმგებლობა არხის ყოფილ ჟურნალისტს გიორგი თარგამაძეს დააკისრ...

მიხეილ სააკაშვილი

1789399920

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან

2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან. ინფორმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1789398409

ახალი ამბები

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბი...

პარლამენტი