პრემიერი: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს

2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები - ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები - პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები.

„რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება - ჩვენ გვახსოვს ფაქტები, ლარსზე როგორ ხვდებოდა მაშინდელი პრეზიდენტი. ამას ხომ მათი მხარდამჭერებიც უყურებდნენ, რომლებიც დღეს არიან მთავარი რუსოფობები ამ ქვეყანაში. მათი საყვარელი ლიდერი, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს. მათი მთავარი რუსოფობები, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“ და ასე შემდეგ და ეს მათ შორის საქმითაც იყო გამოხატული.

როდესაც საუბარია პრორუსულობაზე, ზოგადად ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეფასდეს შედეგებით. შედეგებით მინდა ვცადო იმის წარმოჩენა, თუ ვინ შეიძლება შეფასდეს პრორუსულად და ვინ - არა. ორი ხელისუფლება ერთმანეთს შევადაროთ. რა შედეგი მიიღო რუსეთმა საქართველოში 2004-2012 წლების განმავლობაში - ეს იყო, პირველ რიგში, ტერიტორიული ექსპანსია. ვიდრე მოხდებოდა 2008 წლის ომი, საქართველო დე ფაქტოც აკონტროლებდა აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, კოდორის ხეობას და აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიის უდიდეს ნაწილს, მათ შორის მთლიანად ახალგორის მუნიციპალიტეტს და ასევე, ლიახვის ხეობის ძალიან დიდ ნაწილს. რუსეთმა მოახერხა ტერიტორიული ექსპანსია, საქართველოს ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლის გაფართოება და შემდეგ ამას მოაყოლა ეგრეთ წოდებული აღიარება, რაც იყო კიდევ ერთი დარტყმა ჩვენთვის. მეორე, ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია. ცნობილია რამდენიმე ათეული კომპანიის ჩამონათვალი, ეს სია არაერთხელ გამოქვეყნდა. საუბარია ჰესებზე, ენერგეტიკულ კომპანიებზე, სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებზე, რომლებიც პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით რუსულმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო კომპანიებმა, შეიძინეს საქართველოში. 2012 წლიდან ნული ასეთი ფაქტი. თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით რუსული კომპანიები. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. დღეს არა თუ ახალი კომპანიები არ დამატებია ამ ჩამონათვალს, ძველებიც გავიდნენ. ეს არის მარტივი მოცემულობა - წინა ხელისუფლების პირობებში შედეგი იყო ეს - რუსეთს ჰქონდა ტერიტორიული წინსვლა და ეკონომიკური წინსვლა, ორივე მიმართულებით ექსპანსია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ნული ტერიტორიული წინსვლა - ერთი სამწუხარო ჩორჩანას ეპიზოდი იყო და ამ ეპიზოდის ავტორიც ძალიან კარგად მეგობრობს ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, პირდაპირ არის მათთან დაკავშირებული, და ნული ეკონომიკური წინსვლა. ეს არის მარტივად შედეგები, რომ შევადაროთ ერთმანეთს. თქვენ ვერ იტყვით, რა სარგებელი მიიღო რუსეთის ფედერაციამ საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ხოლო რა სარგებელი მიიღო 2004-2012 წლებში, ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება - ტერიტორიული წინსვლა და ეკონომიკური ექსპანსია, ორივე მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789406369

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება, - განაცხადა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრა...

ირაკლი კირცხალია

1789405137

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა, მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა

რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიციის რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლ...

გიორგი ვოლსკი

1789403329

მსოფლიო

მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ და დანია არქტიკის რეგიონსა და გრენლანდიასთან დაკავშირებით წინსვლის გზას მშვიდობიანად გამონახავენ

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ და დანია არქტიკის რეგიონთან, მათ შორის დანიის თვითმმართველ ტერიტორიასთან - გრენლანდიასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი გადაწყვეტ...

მეტე ფრედერიქსენ

1789400239

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: „ტვ იმედი“ სააკაშვილს არ დაუხურავს, „ტვ იმედი“ დახურა გიორგი თარგამაძემ

ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მას არ დაუხურავს და მომხდარზე პასუხისმგებლობა არხის ყოფილ ჟურნალისტს გიორგი თარგამაძეს დააკისრ...

მიხეილ სააკაშვილი

1789399920

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან

2026 წლის 14 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან დევიდ ემტესტამთან. ინფორმა...

მაკა ბოჭორიშვილი