ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება, საქართველოს ამ ოპოზიციისგან რაიმე სიკეთის მოლოდინი ჰქონდეს, ხელისუფლებას ჰყავს არა სუსტი, არამედ დესტრუქციული ოპოზიცია
ეს ალიანსი და ლიდერები დაკავშირებულია საქართველოში დესტრუქციული დღის წესრიგის გატარებასთან, მათი საგარეო მფარველობაც ამ დესტრუქციის გატარებისთვისაა, მათი დღის წესრიგი იყო, არის და იქნება საქართველოში დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, მათ მიზნებშიც ზუსტად იგივე წერია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი იმიტომ არის შეტანილი, რომ „თავიდან ბოლომდე დესტრუქციაზე არიან აწყობილი“.
„როგორც ჩანს, ალიანსში ვიღაცას უნდა მეტი პოზიცია ჰქონდეს, ვიღაცას სხვა მიზნები აწუხებს. მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს, რომ მის ხელში გამოზრდილი და გამობრძმედილი დექსტრუქვისტები მისი კონტროლის გარეშე გავიდნენ. ამიტომ, მათგან უპირობო აღიარებას ითხოვს და ამბობს, რომ მისი ამომრჩეველი ყველაზე დიდია.
ვინც სააკაშვილს ეწინააღმდეგება, უნდათ, რომ პროგრესული სახე შეინარჩუნონ. ამიტომ, ფიქრობენ, რომ სააკაშვილი შემოქმედია მძიმე ცხრა წლის. ამ სახის შენარჩუნება ვიზუალის შეცვლით არ ხდება. შინაარსობრივად იმავეს აკეთებენ, რასაც დესტრუქცია ჰქვია.
არ შეიძლება, საქართველოს ამ ოპოზიციისგან რაიმე სიკეთის მოლოდინი ჰქონდეს. ხელისუფლებას ჰყავს არა სუსტი, არამედ დესტრუქციული ოპოზიცია. ამიტომ, ეს ცნება უნდა გავყოთ. სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქცია სხვაა. შეიძლება, ნორმალური ოპოზიციონერი იყო, მაგრამ სუსტი იყო. დესტრუქცია და სისუსტე კი სხვადასხვაა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1776950741
ახალი ამბებიგეკა გელაძე: მადლობა იმისთვის, რომ ერთი 1 წლის წინ გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე, თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მად...
1776949791
საზოგადოებაპრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. საქართველოს პრეზი...
1776949701
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6938 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1776949631
მსოფლიოევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი დაამტკიცა. ინფორმაციას საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, კვიპროსი ავრცელებს. „დღეს საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა კანონის საბოლოო ვარიანტი,...
1776947908
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძ...



























