ზურაბ პატარაძე: ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს.
ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.
„მინდა ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად გამოვარჩიო, აწ უკვე აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი რეგიონის წარმატება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მე მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
1776952542
ახალი ამბებიმანუჩარ გოგოხიამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიგო
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა. პირველია მოლდოვ...
1776951464
ახალი ამბებიპრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, -...
1776950932
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართულ ო...
1776950741
ახალი ამბებიგეკა გელაძე: მადლობა იმისთვის, რომ ერთი 1 წლის წინ გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე, თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მად...
1776949791
საზოგადოებაპრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. საქართველოს პრეზი...


























