მიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ღვაწლზე ისაუბრა.
„ივანე ჯავახიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა უკეთესი, განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას, რომელიც, სიმცირის მიუხედავად, საკუთარ კვალს დაატყობდა მსოფლიო ცივილიზაციას თავისი უნიკალური კულტურითა და მდიდარი ისტორიით.
ის იყო ჭეშმარიტი მამულიშვილი, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და სანიმუშო მოქალაქე, რომელიც მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენასა თუ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში.
ივანე ჯავახიშვილი წლების განმავლობაში, დაუღალავი შრომის შედეგად, ამზადებდა ნიადაგს ქართულ ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისთვისა და ქართული მეცნიერების განვითარებისთვის. ეს იყო ერის საამაყო შვილის მთავარი ღირებულება და ამ ღირებულებების გარშემო შემოიკრიბა თანამოაზრეები, უკვე სახელგანთქმული მეცნიერები, რაც ქართული უნივერსიტეტის დაარსებით დაგვირგვინდა. სწორედ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა საფუძველი განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარ კერას, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.
მჯერა, რომ დიდი მეცნიერის მიერ დატოვებული სამეცნიერო მემკვიდრეობა კიდევ მრავალ თაობას წარუძღვება წინ და დაგვეხმარება, შევქმნათ ისეთი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუწევს კონკურენციას”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ, საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე დავით გურგენიძემ და საქართველოს პარლამენტისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლებმა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებმა, რომლებმაც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში უახლესი კვლევები წარმოადგინეს.
ღონისძიების დაწყებამდე გივი მიქანაძემ, თსუ-ის რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან და სამეცნიერო საზოგადოებასთან ერთად, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი სახელობის აუდიტორიასთან ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი გახსნა.
კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ფილმის - „ივანე ჯავახიშვილი“ ჩვენება.
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თსუ-ის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში მოეწყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთების, ხელნაწერებისა და წიგნების გამოფენა. ასევე, წარმოდგენილი იყო მეცნიერის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი და დაჯილდოვდნენ შემოქმედებითი კონკურსის „ივანე ჯავახიშვილი 150“ გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები.
ასევე დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილის მონეტისა და საფოსტო მარკის პრეზენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
1776941172
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - მუქარაა, როცა ევროკავშირი ამბობს, ჩვენი ნების აღმსრულებლები თუ არ იქნებით, შეგვიძლია, ცუდი გაგიკეთოთო, ასეთ გზავნილს რომ გიგზავნის, როგორ არის ეს მშვიდობის, აყვავების გზა
„პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში არის მუქარაც და ის დესტრუქციული ხედვაც, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ი...
1776940435
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მიცემულ დავალებას ასრულებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს. როგორც კირცხალია წერს, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ...
1776940112
საზოგადოებაირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის: თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე
წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმი...
1776939362
საზოგადოებაპაპუაშვილი: ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა - მისი მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდე...
1776938275
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
მიმდინარე წლის 23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“. საქართველოს...




























