პრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე გამორჩეული საქმიანობისთვის სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობისას ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით და საფუძველი ჩაეყარა ბევრ მნიშვნელოვან პროექტს.
„ამისთვის ბატონი სულხანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან საქართველოს მთავრობაში დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი - შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ზურაბ პატარაძის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
„ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე.
სწორედ მისი ელჩობის პირობებში, ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში ბატონ ზურაბს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და მას მინდა, წარმატებები ვუსურვო. ის იქნება ძალიან გამორჩეული, ძალიან ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1776952542
ახალი ამბებიმანუჩარ გოგოხიამ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიგო
მონაწილეებმა დაასრულეს პირველი მოძრაობა – ატაცში ბრიჯაოს მედალი მანუჩარ გოგოხიამ მოიგო. მან 166 კგ ასწია. ამავე წონაში ატაცის შემდეგ მეხუთეა ზურაბ მსხალაძე, რომელმაც 163 კგ დააფიქსირა. პირველია მოლდოვ...
1776951358
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ყველაფერს გავაკეთებ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინეს. ზურაბ პატარიძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ა...
1776950932
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართულ ო...
1776950741
ახალი ამბებიგეკა გელაძე: მადლობა იმისთვის, რომ ერთი 1 წლის წინ გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე, თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა
პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მად...
1776949791
საზოგადოებაპრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, უმაღლეს საბჭოს ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. საქართველოს პრეზი...


























