ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისია შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკება, ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება
საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთო, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია ქართველ ხალხს შანტაჟისა და დაშინების ენით ელაპარაკება.
„რას ნიშნავს, ევროპულ გზაზე უნდა დავბრუნდეთ? მათი გაგებით, რადგან საქართველო პირდაპირ კონფრონტაციაში არ არის შესული რუსეთთან, ამიტომ ევროპულ გზაზე აღარ ვართ. თუ აქ მეორე ფრონტი იქნებოდა და რუსეთთან კონფრონტაციაში ვიქნებოდით, მაშინ ევროპული გზის ერთგულები ვიქნებოდით.
რასაც გვეუბნებიან, ევროპულ გზაზე დაბრუნება ნიშნავს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ლგბტ პროპაგანდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარებული იყოს, სასამართლო დააკომპლექტონ, ჩვენ თითი ავწიოთ და როცა გაუხარდებათ, არჩევნების შედეგები ქართველ ხალხს მიაყარონ, როცა მოუნდებათ, რევოლუცია მოაწყონ და პარლამენტი გადაწვან. თურმე თუ ამაზე კანონი რეაგირებას მოახდენს, ეს რუსული გზაა. ეს არ არის ევროპული გზა, ეს არის ვასალად თავის აღიარება. ჩვენ ევროპულ გზაზე ვდგებით და ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ.
ევროკომისია ქართველ ხალხს შანტაჟის და დაშინების ენით ელაპარაკება. ქართველმა ხალხმა თავისუფლება და თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგოს. ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება. საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთ.
ჩვენ რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები, ეს ამ ადამიანებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის სიკეთეა? რუსეთს თუ სანქციებს დავუწესებთ, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის სიკეთე იქნება? საერთაშორისო სანქციების აღსრულებაში საქართველოზე პირნათელი ქვეყანა არცერთია.
აქ საუბარია რუსეთთან პირდაპირი სანქციების დაწესებაზე, რომ ჩვენი პროდუქცია აღარ გავიდეს რუსეთში, ჩვენი ეკონომიკა ჩამოიქცეს, რუსეთმა სანქციები აქეთ დაგვიწესოს.
როცა ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა, ამით დამთავრდება ყველაფერი? სხვა პოლიტიკური, სამხედრო თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აგრესია არ წამოვა რუსეთის მხრიდან? ლამაზი ლოზუნგით რომ გვექაჩებოდნენ ომში, ეს საფრთხის მატარებელი არ არის? ოპოზიცია რომ ხარობს, თვითონ რას ამბობენ, რომ მზად არიან საომრად?“ - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
1772196584
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე
მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედ...
1772196097
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინდივიდუალური მ...
1772193632
საზოგადოებაპრემიერი: სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება
„სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა...
1772193031
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე - ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი
ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან ამგვარად უპასუხა კითხვას Ipsos-ის კვლევის შესახებ, რომლის მ...
1772192802
საზოგადოებაპრემიერი: იმედი აქვთ, რომ კონკრეტული ტელევიზიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვით მოძლიერდებიან პარტიული ტელევიზიები, თუმცა ამ სანქციებით არ შეიზღუდება ამ ტელევიზიების უფლებები, ამის გარანტი ხელისუფლებაა
მედიის თავისუფლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ძირითადი უფლება უხეში ფორმით არის ხელყოფილი, თუმცა ეს ეგრეთ წოდებული ენჯეოები საერთოდ არ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ამასთან დაკავშირებით, - განა...



























