მაჭავარიანი: 2022 წელს ბორის ჯონსონმა ჩაშალა მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, მან უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ
სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობისა. რაც უფრო ხანგრძლივია ეს ომის, კიდევ უფრო მეტი გახანგრძლივება სჭირდებათ, ვინაიდან ის ძალები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დაინტერესებულები არიან ხანგრძლივი ომით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ევრო ბიუროკრატების ინტერესებზე საუბრისას.
მან ხაზი გაუსვა ევრო ბიუროკრატების შეცვლილ პოზიციას რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ და გაიხსენა, რომ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერმა ჩაშალა.
„ევრო ბიუროკრატები დღეს საუბრობენ, რომ თურმე რუსეთთან დიალოგი საჭირო ყოფილა, როდესაც 4 წლის განმავლობაში ყველას უკრძალავდნენ ამას. ბრიტანეთზე მოვიყვან მაგალითს - 2022 წლის აპრილში ეს ომი სრულდებოდა. ბორის ჯონსონმა ჩაშალა ის მოლაპარაკება, რომელსაც მიაღწიეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა, ვინაიდან უკრაინული მხარე და უკრაინელი ხალხი მოატყუა, რომ დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ და დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდნენ.
მათ [ევრო ბიუროკრატებს] ახლა სახის შენარჩუნება უნდათ - ახლა ომი ასე რომ დასრულდეს, რუსეთს უფრო მეტი ტერიტორია აქვს დაკავებული, ვიდრე უკრაინას. ან ბატონი ზელენსკი რით ახსნის ამ ყველაფერს საკუთარ მოსახლეობასთან, რომ ამდენი დაღუპულია, 20 მილიონი უსახლკაროდ დარჩენილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, განადგურებული ქვეყანა და ტერიტორიების კუთხით გაცილებით უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2022 წლის აპრილში, როდესაც არც დაღუპულების რაოდენობა იყო ამდენი და არც უსახლკაროდ დარჩენილების. აქედან გამომდინარე, ამ ომის გაჭიანურება სჭირდებათ ამ ძალებს, ამ აქტორებს.
რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან საქართველო არის შესანიშნავი ქვეყანა ამ ყველაფრისთვის. ასევე ისევ საკუთარი ხალხისთვის „გასაპრავებლად“ გამოადგებოდათ - რომ გაუძვირეს საკუთარ მოსახლეობას ცხოვრება, ეტყოდნენ, რომ აი, რუსეთი მარტო უკრაინაში კი არ შევიდა, საქართველოც რა დღეში ჩააგდო. მათ სტატისტიკისთვის ვჭირდებით და რა თქმა უნდა, ჩვენ თავს არავის გამოვაყენებინებთ”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატის შეფასებით საქართველოს მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძლიერ ზეწოლას გაუძლო.
„ჩვენი მოქალაქეები ამ 4 წლის განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულ წნეხს, ზეწოლას, შანტაჟს გავუძელით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა. გამორიცხულია, რაიმე ისეთი ნაბიჯი გადაგვადგმევინონ, რომელიც რაღაც საფრთხის წინაშე დააყენებს ჩვენს ქვეყანას და რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მეგობრების რჩევას ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია, ისეთი რჩევა და მით უმეტეს, მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1772200874
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე, მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი
ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღა...
1772200319
მსოფლიოჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“. „ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე...
1772199656
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისია შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკება, ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება
საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთო, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევრ...
1772198144
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1772196584
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე
მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედ...






























