ლევან მაჭავარიანი: პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება
პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რა ლოგიკა შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ასეთი გამძაფრებული ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ.
„[ომის დაწყების] პირველივე დღიდან იყო სურვილი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, გინდ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ და გინდ „დიფ სთეითი“, როგორც დონალდ ტრამპი ეძახის, საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართულიყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ უფრო გაჭიანურებულიყო ომი და მეტი პრობლემა შეჰქმნოდა რუსეთს, თუმცა ამით ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდა. სამწუხაროდ, ვატყობთ, რომ ეს ომი ვერ სრულდება მიუხედავად ბატონი დონალდ ტრამპის ბევრი და სერიოზული მცდელობებისა.
ომის გაჭიანურება სჭირდებათ ამ ძალებს და საქართველო არის მათი გადმოსახედიდან ქვეყანა ამ ყველაფრისთვის. სტატისტიკისთვის ვჭირდებით და ჩვენ თავს არავის გამოვაყენებინებთ. ჩვენი მოქალაქეები ამ ოთხი წლის განმავლობაში დარწმუნდნენ, რომ ძალიან სერიოზულ წნეხს, შანტაჟს გავუძელით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა და გამორიცხულია რაიმე ისეთი ნაბიჯი გადაგვადგმევინონ, რომელიც საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყანას. პარტნიორების, მეგობრების რჩევას ყოველთვის გავითვალისწინებთ, მაგრამ გამორიცხულია ისეთი რჩევა, ან მითითება გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.
1772200319
მსოფლიოჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ირანში გამგზავრებისგან, რადგან „გარედან მომდინარე საფრთხის დონე მაღალია“. „ირანში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე...
1772199656
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროკომისია შანტაჟის და დაშინების ენით გველაპარაკება, ქართველი ხალხი სხვისი პოლიტიკური ინტერესების სასაკლაოზე არ უნდა გავუშვათ, თორემ ვიზა მოსანატრებელი გაგვიხდება
საქართველოს სუვერენიტეტზე თუ ვიტყვით უარს, გვეტყვიან, ქართველებო, ისიც გეყოფათ, რომ 90 დღით საზღვარგარეთ წახვალთო, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევრ...
1772198144
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1772196584
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე
მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედ...
1772196097
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინდივიდუალური მ...






























