ლევან მაჭავარიანი: ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე, მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი
ეს არის პირდაპირ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალებებისთვის გაათავისუფლონ სივრცე. მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც თავისუფალ მედიაზე თავდასხმას უკავშირდება, გადადგმულია იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიებს და ოპოზიციას არსებობის საშუალება მიეცეს.
„იმ დღესვე, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა და როდესაც გახმაურდა ამ სანქციის იგივე თავდასხმის შესახებ, ევროკავშირის, ბრიტანეთის და გერმანიის ელჩები იმყოფებოდნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე და სხვათა შორის არ მიუწვევიათ „იმედი“ და „პოსტვ“ გასაგებია, მაგრამ არც „რუსთავი 2“, არც საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიწვეული ჰყავდათ მხოლოდ „ფორმულა“ და „ტვ პირველი“. საბოლოოდ მთლიანად ჩამოხსნეს ნიღაბი და პირდაპირ, რასაც ჩვენ ვაცხადებთ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითონვე ადასტურებენ, რომ არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები.
რაც შეეხება რა დასაბუთებითაც თქვენი მაუწყებლობა და „პოსტვ“ არის დასანქცირებული, თურმე უკრაინაში ფრონტის ხაზზე რა ვითარებაც არის, ეს „იმედის“ და „პოსტვ“-ის „დამსახურება“ ყოფილა. რა თქმა უნდა ამ სისულელის არც ერთ მოაზროვნე ადამიანს არ სჯერა და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰაერი მიაწოდონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1772198144
ახალი ამბებივალუტის ახალი კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1772196584
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ამაში მე ვერ ჩავერევი, თუ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტ ტვ“ გადაწყვეტენ დიდ ბრიტანეთს უჩივლონ საერთაშორისო სასამართლოში, ეს არის მათი საქმე
მე თვალ-ყურს ვერ ვადევნებ ტელეკომპანიებში წილების გადაფორმებას. ბუნებრივია, ინფორმაცია, რაც საჯაროდ გავრცელდა, ეს ინფორმაცია მეც მივიღე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედ...
1772196097
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში არალეგალური საწარმოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინდივიდუალური მ...
1772193632
საზოგადოებაპრემიერი: სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება
„სანქციების მოხსნა ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება“, - განაცხადა...
1772193031
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: კონკრეტული პრეზიდენტების, პოლიტიკოსების რეიტინგები არის შესაბამისი ქვეყნის საქმე - ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება ის, თუ ვინ უნდა იყოს ხვალ უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტი
ჩვენთვის არ არის საინტერესო, ჩვენ ვერ ჩავერევით სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მან ამგვარად უპასუხა კითხვას Ipsos-ის კვლევის შესახებ, რომლის მ...




























