ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა, ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდათ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის, მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის
„პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ აქციები არის უშინაარსო, ოპოზიციის მხარდამჭერებსაც კი აღარ აქვთ სურვილი მასში მონაწილეობა მიიღონ.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რადიკალები თავადვე ვერ ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, ემზადებიან რევოლუციისთვის თუ არჩევნებისთვის.
„აქცია იყო მოკრძალებული რაოდენობის. რამდენიმე ათასი ადამიანი იყო წარმოდგენილი. ეს უშინაარსობა აქციის საბოლოო ჯამში გამოწვეული არის თვითონ პოლიტიკური ოპოზიციის უშინაარსობიდან. ეს არის მთავარი, რაც იწვევს ასეთი აქციების ჰაერში გასროლილ ქმედებას და შემდგომში უკვე შიდა დაპირისპირებას.
იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობა არის სწორედ მათი მთავარი პრობლემა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდა მოახდინონ, უნდა ელოდონ რაღაც ინციდენტს, რომ ამაზე რამე ააგორონ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. ამიტომაც არის, რომ მათი აქციები არის არამიზანმიმართული, არაშინაარსობრივი, ეტაპობრივად არ არის განსაზღვრული დღეს რა არის და ხვალ რა იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1779989347
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ. ის გორში მომხდარ ინციდენტს გამოეხმა...
1779987277
მსოფლიოკონფლიქტი გაეროში - რატომ წყვეტს ისრაელი ურთიერთობას ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან?
გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გ...
1779986568
ახალი ამბებიგიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, შინ...
1779986181
ახალი ამბებითეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი ასწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში, ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ, წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი
„ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით - მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ...
1779984246
ახალი ამბებიმანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება, იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაცია...































