ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური, მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ, ის მუდამ რევოლუციაზე აპელირებს

„მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ რევოლუციაზე აპელირებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას.

მისივე თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება სწორედ რევოლუციას ეყრდნობა. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ 2003 წელს არა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისთვის ნოყიერი ნიადაგი იყო. შემდგომი არჩევნები კი მისი მხრიდან რეპრესიული იყო და ზეწოლას ახდენდა. ამის მაგალითად მან იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა.

„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს დაშვებული ისეთი შეცდომა, რომლის ახსნა შეუძლებელია. ამის მაგალითად კი მან 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგები დაასახელა, რომელიც ოპოზიციისთვის სერიოზული იყო, თუმცა ოპოზიციამ შიდა თუ გარე კარნახით ეს შედეგები გაანიავა.

„დღეს კი პოლიტიკური უდაბნოში, რომელიც თვითონვე შექმნეს, ამ უდაბნოში აქეთ-იქით იხედებიან და არ იციან, რა ქნან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779989347

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!

ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ. ის გორში მომხდარ ინციდენტს გამოეხმა...

თეა წულუკიანი

1779987277

მსოფლიო

კონფლიქტი გაეროში - რატომ წყვეტს ისრაელი ურთიერთობას ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან?

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ისრაელის სუბიექტების ე.წ. „შავ სიაში“ შეყვანას ეხება, გ...

გაერო გაერო

1779986568

ახალი ამბები

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით, შინ...

გიგა ავალიანი

1779986181

ახალი ამბები

თეა წულუკიანი გახარიას პარტიის წევრებს: ხელი ასწიეთ, რამდენი იყავით ჩვენთან ერთად ბრძოლაში, ზოგიერთები ჩუმად რომ ვართ, არ ნიშნავს, რომ წიხლები უნდა გვირტყათ, წიხლებს ნუ გვირტყამთ, თორემ ისეთ წიხლს გამოვიქნევთ, ფეხზე ვერ დადგებით ვერცერთი

„ხელს აიქნევთ ხოლმე, გამოიქნევთ ჩემკენაც და კიდევ აქ მსხდომი ადამიანებისკენაც და იტყვით - მონები, ნაცები, თქვენ მე მართლა თვალში ხომ არ გეპატარავებით, პირდაპირი მნიშვნელობით არ გეკითხებით. მე თქვენ არ...

თეა წულუკიანი

1779984246

ახალი ამბები

მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება, იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაცია...

ექიმი მანანა მგალობლიშვილი