4 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით 4 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება კონცერტი, რომელიც ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნასა და მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში.
კონცერტზე შესრულდება:
იოჰან სებასტიან ბახი
• არია „Erbarme Dich Mein Gott“ — „შემიწყალე მე ღმერთო ჩემო“, „მათეს პასიონიდან“ - ღვთაებრივი ბახის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ღრმა სულიერებით გამსჭვალული, გენიალური მუსიკალური ქმნილება, რომელშიც სინანული, ტკივილი და შენდობის ვედრება განსაკუთრებული ექსპრესიულობით არის გადმოცემული.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი
• „Ave verum corpus“ - „გიხაროდენ ჭეშმარიტო, სხეულით შობილო მარიამისგან“ - ზიარების საგალობელი, რომელიც გამოირჩევა სულიერი სიმშვიდით, მუსიკალური სინატიფით, ღრმა ემოციური გამომსახველობითა და საოცარი ჰარმონიული სრულყოფილებით. ეს შედევრი მოცარტმა რექვიემთან ერთად თავისი სიცოცხლის
ბოლო წელს შექმნა და ღვთაებრივ სამყაროსთან შეხვედრის სინათლით არის აღვსილი.
• „Laudate Dominum“ - „აქებდით უფალსა ყოველი მოდგმა“ - საგალობელი მოცარტის მწუხრის ციკლიდან. მოცარტის მელოდიური გენიის ერთ-ერთი სრულყოფილი შედევრი. მისი ლირიკული სილამაზე, კანტილენის სიფაქიზე და ამაღლებული განწყობა ღვთის დიდებისა და მადლიერების განცდას გადმოსცემს.
• „რეკვიემი“ - მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომელიც სიცოცხლის, სიკვდილის, მარადიულობისა და ხსნის თემებს ეხმიანება. დრამატული ძალისა და სულიერი სიღრმის შერწყმით, მელოდიური, ჰარმონიული და ფაქტურული სრულქმნილებით იგი მსოფლიო მუსიკის უმნიშვნელოვანეს ქმნილებებს შორისაა.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი.
სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, გიორგი ჭელიძე და თორნიკე პაპიძე.
დირიჟორი - სვიმონ ჯანგულაშვილი.
1793703557
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავ...
1793703355
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა....
1793701427
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, მან პასუხი უნდა აგოს, უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის
მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც აბრალებს და ცილს სწა...
1793701239
ახალი ამბებისოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს
„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან,...
1793700734
ახალი ამბებისოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს....































