კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საზეიმო წირვა აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიას კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაესწრო. დღეს, ტაძრის ტერიტორიაზე გაიხსნა სალოტბარო სკოლაც.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ სალოტბარო სკოლა სწორედ ეპარქიის 30 წლისთავის დღეს გაიხსნა.
„ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს - ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის.
ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან და განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით. მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევით ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1793706616
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს...
1793705785
ახალი ამბებიპროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პრ...
1793705279
ახალი ამბებიპრეზიდენტი: გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას გამოგზავნილი თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილებისთვის
„გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას გამოგზავნილი თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილებისთვის“, - წერს საქართველოს პრეზ...
1793703557
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავ...
1793703355
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს
ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა....






























