ირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება

„გინდ, შეიტანეთ და გინდ, გამოიტანეთ, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არაფერი აღარ ეშველება“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ალიანსის მცდელობები, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობასთან“ დისტანცირება გააკეთონ, ქართველი ხალხის აღქმაში მათ მიმართ არც შინაარსს და არც დამოკიდებულებას არ ცვლის.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რა არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ალიანსის მცდელობები, რომ რამენაირად „ნაცმოძრაობასთან“ დისტანცირება გააკეთონ, გაათეთრონ ან გააშავონ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის აღქმაში მათ მიმართ არც შინაარსს და არც დამოკიდებულებას არ ცვლის. დანარჩენი მათი შიდა თამაშები თუ დაპირისპირებები საერთო სურათს არ ცვლის. ალიანსი ერქმევათ თუ სხვა რამე, უშინაარსო ოპოზიცია არიან.

ქართველმა ხალხმა მათ შინაარსი 2024 წლის არჩევნებზე განუსაზღვრა, მაგრამ მათ ეს თავად გარედან დავალებით უარყვეს. მეორე სათადარიგო შინაარსი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინათ და ამიტომ უარყვეს პარლამენტში ქართველი ხალხის მანდატები. აქაც სრული ფიასკო განიცადეს. აქედან გამომდინარე, დღეს უშინაარსო არიან, მაგრამ ამ უშინაარსობას და მავნებლობას სახელმწიფოსა და კონსტიტუციის წინააღმდეგ სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს.

სწორედ ეს ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ ყველა ჯერზე უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს და დაუშვეს არა იმიტომ ქართველი ხალხის კარნახით იმოქმედეს, არამედ უცხოური დავალებების მიხედვით. ეს ის შედეგია, რომელიც მათ თავიანთივე საქმიანობით თავის თავს მოუტანეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793703557

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავ...

მიხეილ ყაველაშვილი

1793703355

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს

ჩვენი სურვილია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს პარლამენტს ინტენსიური კავშირები ჰქონდეს, - განუცხადა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა....

შალვა პაპუაშვილი

1793701427

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც ტყუილს ამბობს და ცილს წამებს, მან პასუხი უნდა აგოს, უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის

მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც აბრალებს და ცილს სწა...

შალვა პაპუაშვილ

1793701239

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს

„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან,...

სოზარ სუბარი

1793700734

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს....

სოზარ სუბარი