ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ, ვადამდელი არჩევნები რომ ჩავატაროთ, გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე გვაქვს
„ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებული, უცხვირპიროები, უსამშობლოები და ყოველგვარი რეიტინგის გარეშე“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს.
„საარჩევნო კანონმდებლობას საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვაკეთებთ. საერთაშორისო დამკვირვებელი როდესაც გქვია, არ უნდა იყო ადგილობრივი და გუშინ შექმნილი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც ბეიჯს გაიკეთებს. უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ზემოთ უნდა იყოს. ოპოზიციამ უნდა ილოცოს, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავნიშნოთ. ისინი არიან განულებული, უცხვირპიროები, უსამშობლოები და ყოველგვარი რეიტინგის გარეშე. ჩვენ რომ ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთ, გაცილებით მეტ ხმას ავიღებთ, ვიდრე გვაქვს. ვადამდელი არჩევნების არანაირი საფუძველი და წინაპირობა არ არსებობს. მათ ყოველდღე უნდა ილოცონ, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩავუნიშნოთ. ამათი არჩევნებში მონაწილეობა არ გაიშვას. 2028-ში იქნება არჩევნები და მოემზადონ“, – განაცხადა ზარქუამ.
პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების ინიცირება მოხდა. პროექტის მიხედვით, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.
ასევე ცვლილების გათვალისწინებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება, იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 18 წლის ასაკიდან.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































