ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთადერთი, რაც შეუძლიათ შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უპირველესი, რომ სამშობლო არის პირველი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს მათი

„ჩვენი ოპოზიცია რადიკალურად განსხვავებულია პეტერ მადიარისგან. ჩვენი ოპოზიცია აქცენტს აკეთებდა ეკლესიის, ჩვენი ღირებულებების შელახვაზე და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაზე, მერამდენედ წაიტეხეს ცხვირი, მიუხედავად იმისა რომ მილიონობით დაფინანსება ჰქონდათ, არ გამოვა გამორიცხულია“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს ერთზე და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უმთავრესი, ამის შემდეგ კი შესაძლებელია მათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ.

„რაც შეეხება პარალელების გავლებას აქაც სულ ტყუილი მცდელობა აქვთ, ერთადერთი, რაც შეუძლიათ შეჯერდნენ, ჩამოყალიბდნენ და თქვან, რომ ეროვნული ღირებულებები არის უპირველესი, რომ სამშობლო არის პირველი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცამ მართლა დაიჯეროს მათი. აგერ სხედან ჩვენთან [პარლამენტში], ჯერ არალეგიტიმურს გვეძახდნენ და ახლა შესვენებაზეც არ გადიან ისეთი მოწადინებულები არიან ჩვენი „გახარიები“. მიხვდნენ, რომ იმ ტაქტიკამ ვერ გაამართლა, რომ პარლამენტის გადაწვის, რადიკალიზმის შემოტანამ ქართულ პოლიტიკაში ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა, იმიტომ რომ სადაც ერი-ბერი ერთიანია იქ გამორიცხულია ვინც რა დაუკვეთოს გარედან მათმა პატრონებმა შედეგს ვერასდროს მიაღწევენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776253187

ახალი ამბები

ზარქუა: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ, ჩაფლავდები

რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, გაიაზრა, მიხვდა, რომ რაც არ უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, თუ შენ ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს, შ...

ირაკლი ზარქუა

1776252329

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული და...

პროკურატურა

1776251065

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა

ამ ძალიან რთულ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776250660

ახალი ამბები

ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ

„ეკლესიაა ის თემა, სადაც არავის გაახსენდება და ვერ დააკაშვირებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ეკლესია არის უფლის და ადამიანის...

ნინო წილოსანი

1776248712

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის დ...

მაკა ბოჭორიშვილი