ზარქუა: კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ რაც არ უნდა აფინანსონ პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფას მიაყენებ, ჩაფლავდები

რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, გაიაზრა, მიხვდა, რომ რაც არ უნდა გაფინანსონ შენმა პატრონებმა, თუ ქვეყნის შიგნით შენს ეროვნულ ღირებულებებს, თუ შენ ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს, შეურაცხყოფას მიაყენებ და ამით შეეცდები რომ ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციისთვის „მართლმადიდებლობა პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალებაა“ და სწორედ ამას ემსახურება ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადებაც.

„ეტყობა ვიღაც ჭკვიანი გამოერია მათ შორის და თქვა მოდი აბა ახლა ეს მიმართულება ვცადოთ, რომ თითქოს ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვითომ არიან ღვთისმოშიშნი და ეკლესიის მხარდამჭერები. რატომღაც იმ ფაქტორს ივიწყებენ რომ საზოგადოებამ კარგად უწყის და ახსოვს რა შეტევა ხორციელდებოდა ჩვენს მეუფეებზე, რაღა შორს წავიდეთ ილია მეორეზე, რა სისაძაგლეებს იძახდნენ.

ჩვენს მართლმადიდებლობაზე, ჩვენს ეკლესიაზე. მათი ლიდერი არ იყო ჩამოსული აქ მიტინგებს რომ გვიწყობდა როთი, რომ მართლმადიდებლობა ეს მუხრუჭი არის ახალგაზრდებისთვისო.

მაშინ რომელიმემ ხმა ამოიღო?! ახლა დაგჭირდათ ეკლესია? ამიტომაც არის, რომ თქვენთვის, ბევრისთვის, ეკლესია, მართლმადიდებლობა, ეს არის პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალება, ამიტომაც არის, იქ ხართ სადაც უნდა იყოთ წესით და რიგით“, - აღნიშნა ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776252329

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გავრცელების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული და...

პროკურატურა

1776251065

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვერავინ დამაჯერებს, საქართველო ჩვენზე მეტად უყვართ, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბევრი სხვა უწყება დაძინების გარეშე შრომობს, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა

ამ ძალიან რთულ მოცემულობაში ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, ქვეყანა დაგვეცვა უბედურებისგან, ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, რაც არ იყო მარტივი ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776250660

ახალი ამბები

ნინო წილოსანი - თინა ბოკუჩავა და ძმანი მისნი ეკლესიას მოედნად აღიქვამენ, სადაც სურთ, ითამაშონ რწმენით და იმ რელიგიური ღირებულებებით, რომელსაც არცერთ მომენტში არ იცავდნენ

„ეკლესიაა ის თემა, სადაც არავის გაახსენდება და ვერ დააკაშვირებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, ეკლესია არის უფლის და ადამიანის...

ნინო წილოსანი

1776248712

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის დ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776247834

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამ...

აა