მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე

საქართველოს ხელისუფლებამ სანქციების რეჟიმის დაცვის მიზნით, მყისიერად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება, იმისათვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლისთვის და ამ დრომდე წარმატებით ახორციელებს ამ პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციაზე.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე.

„2023 წლის ივნისში, საქართველოში იმყოფებოდა მაღალი დონის დელეგაცია (ევროკავშირი, აშშ, ბრიტანეთი), რომლებიც მუშაობენ სანქციების საკითხებზე და ჩვენ მათთან გვქონდა საკმაოდ ინტენსიური დიალოგი, გავაცანით ყველა ის მექანიზმი, რაც საქართველოს ჰქონდა იმ დროისთვის შემუშავებული, რომელიც დღემდე ძალიან ეფექტიანად მუშაობს და შესაბამისად, ამ მექანიზმების ფარგლებში რეგულარულად ხდება ინფორმაციის გაცვლა ევროპულ მხარესთან სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ო’სალივანთან რეგულარული კომუნიკაცია (წერილები - 2026 წლის 5 მარტი; 2025 წლის 9 ოქტომბერი). ეს წერილებია არაერთხელ გაგვისაჯაროებია.

ევროკავშირის მხარე, როდესაც ახალი სანქციების პაკეტი არის შემოღებული, აცნობებს ქართულ მხარეს და ქართული მხარეც ყველა შესაბამის ზომას ატარებს იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული. დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი ამის დამადასტურებელი, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით რაიმე დაშავდა, მიუხედავად ამისა მუდმივად გვესმის სპეკულაციები ამ თემაზე, რაც ძალიან სამწუხაროა.

საქართველოს საბაჟო საზღვრებზე დაფიქსირდა სანქცირებული ტვირთის უკან დაბრუნების და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი თქმის 2777 შემთხვევა, ასევე რეგისტრაციის ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტზე ან რეექსპორტზე უარის თქმის 1950-ზე მეტი შემთხვევა.

2022 წლიდან სანქციებთან დაკავშირებული საფუძვლით, 61 გემს ეთქვა უარი საქართველოს პორტებში შემოსვლაზე.

მიუხედავად ამ ციფრებისა და ის, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს სანქციების რეჟიმებს, არ წყდება ამ თემით სპეკულაციები და აღნიშნული საკითხის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევები საქართველოზე, როგორც როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ.

ეს ფაქტიც მოწმობს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა არის გარკვეული ძალების სამიზნე, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საფრთხე შეუქმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას.

ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის სათანადო გარემოს შექმნას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776247120

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. ანტიდასავლურ, თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების, მათ შორის მიზანმიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციები...

მაკა ბოჭორიშვილი

1776246761

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად, დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის

9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვი...

მაკა ბოჭორიშვილი

1776243513

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას

ცხრა ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას, მასში საუბარი იყო არჩევნებზე, შესაბამისად, როდესაც ეძებთ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე...

მაკა ბოჭორიშვილ

1776242106

ახალი ამბები

პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური...

პაატა სალია

1776241335

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: სტამბოლში ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, შევხვდებით, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

დღეს სტამბოლში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იწყება, სადაც მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირის სესია იმართება. ამ პლატფორმას სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებისთვის ვიყენებ, – ამის შესახე...

ნიკოლოზ სამხარაძე