ირაკლი ზარქუა: შიმშილობას ვწყვეტთო, რადგან შევთანხმდით, არჩევნებზე არ გავალთო, მაგრამ ისინი არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ იღებდნენ და ვის ატყუებენ, სირცხვილის ნატამალი აღარ გააჩნიათ

„გუშინ დაეწყვნენ, გამოვიდნენ და თქვეს, შიმშილობას ვწყვეტთ, რადგან შევთანხმდით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე არ გავალთო და ბოდიში, იქ გახარიას პარტია და „ლელო“ იყვნენ? აბა, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ იღებდნენ და ვის ატყუებენ, სირცხვილის ნატამალი აღარ გააჩნიათ?“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განუცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, საზოგადოებამ ნახა, რა ფარსთან ჰქონდათ საქმე.

„ხოშტარიამ შიმშილობა რომ დაიწყო, გვეგონა, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო და აღმოჩნდა, რომ გახარიას და „ლელოს“ ვერ გავაგონე ხმაო და ამიტომ შიმშილობა დაიწყო.

ერთმანეთს ასე ელაპარაკებიან, ჩვეულებრივი გიჟები არიან. ხოშტარიას შიმშილობა გუშინ შეუწყვეტია და გედიმ იცის, თუ ისევ ზის, პარლამენტიდან უნდა გადავხედო, რადგან გედი ყველას ავიწყდება. ესენი ჩვენ კი გაგშიფრეთ, მაგრამ ახალგაზრდები რომ „დააბოლეს“ და დღემდე შემოგარენში ჰყავთ, იმათ მაინც რატომ ატყუებენ, ან მათ კითხვები არ უჩნდებათ? ვის ატყუებენ? თუ უბრალოდ ვერ „გაქაჩეს“? სჯობს, ამ გიჟობებს შეეშვან.

ადგილობრივი არჩევნებია დანიშნული და ვინც მონაწილეობის დირექტივა მიიღო, ის მონაწილეობს და დანარჩენებიც მიიღებენ ახალ დირექტივას, რომ ეს ქვეყანა არიონ. ხელისუფლება ერთსაც და მეორესაც ქართველ ხალხთან ერთად გაუმკლავდება“, - აღნიშნავს ზარქუა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751385529

საზოგადოება

პარლამენტმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავ...

გიორგი ხახუბია

1751384037

მსოფლიო

რუბიო: ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყვნენ უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ

ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ - განაცხადა...

 მარკო რუბიო

1751383971

საზოგადოება

პარლამენტმა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებმა 81 ხმით მხარი დაუჭირეს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას მე-11 მოწვევის პარლამენტის...

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებით კომისია

1751381357

საზოგადოება

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დე...

გენ პროკურატურა

1751380573

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი ლორენცო მუზეტი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მესამე დიდი სლემის ტურნირის, უიმბლდონის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ნომერი იტალიელი ლორენცო მუზეტი ოთხ სეტში, 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა....

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი