ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა. შალვა გოგოლაძემ ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტ პედრო მოურას და მმართველობითი საბჭოს წევრებს საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მმართველობითი საბჭოს სხდომაზე მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის განვითარების მენეჯერმა ზურაბ ბერუკაშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

მმართველობითი საბჭოს სხდომას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში ლევან წურწუმია, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და გენერალური მდივანი ნინო ხვიჩია ესწრებოდნენ.

მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი კავკასიის რეგიონში პირველად ჩატარდება.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2029 წლის ივლისის თვეში თბილისში გაიმართება.

ამასთან, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების პრეზიდენტის პედრო მოურას განცხადებით, ETTU ყოველთვის ეძებს კარგ ორგანიზატორებს  ღონისძიებებისთვის.

„ჩვენ გვაქვს მაღალი სტანდარტი ამ მიმართულებით, რომლის დაკარგვაც არ გვინდა.

საქართველომ ძალიან კარგი განაცხადი წარმოადგინა. მე უკვე ნამყოფი ვარ საქართველოში და კარგად ვიცი თქვენი ფედერაციის ორგანიზების დონე. ამიტომ თქვენი განაცხადის მიმართ ნდობით ვიყავი განმსჭვალული. აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრი კმაყოფილი იყო, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ

2029 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს“, - განაცხადა მოურამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784287168

ახალი ამბები

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი გულისხმობს, აღნ...

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

1784286269

ახალი ამბები

ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს

„მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს - მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაზე მეტი ნებელობა გამოიჩინა და აქტიური კამპანია დაიწყო“, - ამის შესახებ ოპოზი...

ცოტნე კობერიძე

1784283182

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი - ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია, არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არა...

მამუკა მდინარაძე

1784282712

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა. ს...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

1784281783

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში, ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?

ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ა...

მამუკა მდინარაძე