იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია, მომჩივნის საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და ერთხმად დაუშვებლად ცნო.

საქმე მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების გამოყოფას ეხებოდა. მომჩივანი ორგანიზაციის მტკიცებით, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მხოლოდ ეპარქიისთვის გამოყოფა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა.

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ პოზიციაში მთავრობა უთითებდა, რომ მომჩივანი ორგანიზაცია და ეპარქია შესადარებელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. ამ მხრივ მთავრობამ ყურადღება გაამახვილა მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ სტატუსზე, მის ისტორიულ და კულტურულ როლზე, ასევე მრევლისა და რელიგიური ნაგებობების რაოდენობაზე. შესაბამისად, მთავრობის შეფასებით, სადავო დაფინანსება დისკრიმინაციულ ხასიათს არ ატარებდა.

საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება მუნიციპალიტეტების დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 55 ეკლესია და მონასტერი საქართველოს ეკლესიას ეკუთვნოდა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მართვაში იყო. ამ ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ეპარქიას ეკისრებოდა. მუნიციპალიტეტში იმავე სტატუსის მქონე ორი მეჩეთიც არსებობდა. თუმცა მომჩივანმა ორგანიზაციამ ვერ დაადასტურა, რომ რომელიმე მათგანს ფლობდა, მართავდა ან მის მოვლაზე იყო პასუხისმგებელი. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების შეფასება, რომ მომჩივან ორგანიზაციას ამ ობიექტებთან არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი კავშირი არ ჰქონდა.

ზემოხსენებული განსხვავებების გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაასკვნა, რომ დაფინანსების საკითხში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო და ეპარქია ერთნაირ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ. სასამართლოს მოსაზრებით, ამ შედეგზე გავლენას ვერ ახდენდა ვერც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა და ვერც ის ფაქტი, რომ ორივე ორგანიზაცია რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა. შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და დაუშვებლად გამოაცხადა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793871361

საზოგადოება

პაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება

„საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პა...

შალვა პაპუაშვილი

1793871105

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა

საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვ...

ხან ჭენგი

1793869896

ახალი ამბები

„სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში...“ - კახა კალაძე ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება

დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს: ...

ნუნუ დუღაშვილი

1793869841

საზოგადოება

პრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში

„საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაშ...

ირაკლი კობახიძე

1793869367

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილ...

ირაკლი კობახიძე