„შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა 13 400 დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა“ - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად ჯგუფურად შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით - 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 ნოემბერს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 13 400 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1793869896
ახალი ამბები„სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში...“ - კახა კალაძე ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება
დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს: ...
1793869841
საზოგადოებაპრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში
„საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაშ...
1793869367
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილ...
1793868964
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. ეროვნული გუნდი ნოემბრის ფანჯარაში...
1793868400
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როდესაც საუბარია, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ საქართველოში, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობას
„როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში, მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის, დემოკრატიის, კონსტიტუციონალიზმის მნი...



























