ირაკლი ზარქუა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: რევოლუციისთვის, პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ - ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს „სამარცხვინო“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ ანგარიშში ბევრი უზუსტობაა და მიუღებელია, როდესაც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაზე დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ.

„რაც შეეხება იმ ანგარიშს, რაც წარმოადგინეს - ეს არის სამარცხვინო ანგარიში, ბევრი უზუსტობაა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. რევოლუციისთვის, პარლამენტსა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი და მათი მიდგომა“, - აღნიშნა მან მედიასთან.

ზარქუა ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „ევრონიუსთან“ ინტერვიუს გამოეხმაურა და ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა, თითქოს ევროკავშირის ოცდაშვიდივე სახელმწიფო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგია. საპასუხოდ ზარქუამ მარტა კოსის განცხადება გაიხსენა, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილი დასანქცირდნენ“.

„მინდა გამოვეხმაურო ასევე ჩვენი პრემიერის ღირსეულ პასუხებს იმ დისკუსიაზე, სადაც ანგაჟირებული და არაკომპეტენტური ჟურნალისტი დასვეს. ჩანდა კიდეც, ისე გადადიოდა სხვადასხვა თემებზე, პასუხები არ ჰქონდა, რომ იქ გაეგრძელებინა დისკუსია. მინდა პრემიერს მადლობა ვუთხრა იმ აკადემიური და არგუმენტირებული პასუხებისთვის. მან [ჟურნალისტმა] მოიტყუა და თქვა, რომ 27-ვე სახელმწიფო არის თქვენს წინააღმდეგო. დღეს რა განცხადება გააკეთა მარტა კოსმა, როცა ჰკითხეს, რატომ არ ასანქცირებთ ლიდერებს?! - არიან სახელმწიფოები, რომლებიც უარს ამბობენ და კიდევ ერთხელ მინდა იმ სახელმწიფოებს მადლობა ვუთხრა, რომლებიც გონივრულად უდგებიან, აანალიზებენ, რომ საქართველოს უბრალოდ ჩაგრავენ და აქ უნდათ, რომ რევოლუციის შემდეგ აგენტურა დასვან და შემდეგ ის გააკეთებინონ, რაც უკრაინაში ხდება. ომის პოლიგონად აქციეს და მეტი არაფერი. თვითონ რუსეთს სანქციებს უხსნიან, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს და საქართველო უნდა შეეწიროს, მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო. ეს იყო მათი ამოცანა, არ დავუჯერეთ და გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ მართლები ვართ და ამაში გვენდო ჩვენი ქართველი ხალხი. ხოლო ბატონ ჰერჩინსკის მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პასუხი გასცეს ჟურნალისტების კითხვებს, იმ კითხვებს, რაც გვაწუხებს და მერე ვიმსჯელებთ მის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი დასანქცირდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793871105

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა

საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვ...

ხან ჭენგი

1793869896

ახალი ამბები

„სამუდამოდ დარჩება ქართველი მსმენელის გულში...“ - კახა კალაძე ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება

დღეს, 5 ნოემბერს კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება და კომპოზიტორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს: ...

ნუნუ დუღაშვილი

1793869841

საზოგადოება

პრემიერი: ქართველი ხალხი იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, საფრანგეთთან და ალბანეთთან დაკავშირებით მოახერხეს, ძალადობა ძალადობად შეეფასებინათ, თუმცა იგივე ვერ მოახერხეს საქართველოში

„საქართველოში მათ ჰქონდათ გამოხატული მიზანი, რომ რამენაირად მოეხერხებინათ ხელისუფლების ჩანაცვლება სისხლიანი პოლიტიკური პარტიებით, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიებით, სცადეს არჩევნებზე, სცადეს ქუჩაშ...

ირაკლი კობახიძე

1793869367

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილ...

ირაკლი კობახიძე

1793868964

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2026-27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს. ეროვნული გუნდი ნოემბრის ფანჯარაში...

საქართველოს ნაკრები