კახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.
როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ელჩობის პერიოდში მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაეფუჭებინა.
„ფიშერი არის „კარგი“ მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით და განცხადებებით დაამტკიცა ეს და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების საპირისპიროდ. მისი განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და ხელშეწყობა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.
მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები, რაც იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არათუ რაიმე პოზიტიური შეეტანა, არამედ ცდილობდა, ყველაფერი გაეფუჭებინა“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს ფიშერის მიერ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების ნიშნად გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.
კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც საქართველოში აგენტურის ხელით მოქმედებენ.
„როდესაც ვსაუბრობთ აგენტურაზე, ქვეყნის შიგნით გვყავს კონკრეტული ადამიანები, შეიძლება იყვნენ დაჯგუფებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიძლება შექმნან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან აგენტები და იმართებიან გარედან.
როდესაც ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, „დიფ სთეითზე“, არავის სჯეროდა, გახსოვთ, როგორ ქილიკობდნენ, მაგრამ როდესაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა ამ ყველაფრის შესახებ, მაშინ მიხვდნენ, რომ არ ვცდებოდით.
რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ელჩი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც ქვეყანაში აგენტურის ხელით ცდილობდნენ, მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, დაპირისპირება, შეექმნათ ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფები და მოეხდინათ რევოლუციები“, - განაცხადა კალაძემ.
1782814013
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო. მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავ...
1782812810
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში
„ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა. ამას ვაკვირდებით დღეს ოპოზიციის აგენტურულ ჯგუფებში“, – ამის შესახებ პარლამე...
1782811287
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალურივიზიტით იმყოფებ...
1782809898
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა იყოს ჩართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აღმშენებლობის შესახებ მსჯელობაში
მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც ასე ინტენსიურად და, რაც მთავარია, ღიად, ყოველგვარი დახურული თემისა, თუ საკითხის გარეშე შევიდა ამ დისკუსიაში, დაპატიჟა და მ...
1782809502
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე, ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას
ნიშანდობლივია, რომ გერმანიის ელჩი ფრანგულად წავიდა - დამშვიდობების გარეშე. ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს ადამიანი პატივს არ სცემს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რაც შეეხება მის ელჩობის პერიოდს, სამწუხარ...































