კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, არ არის მისასალმებელი ის ფაქტი, რაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში მოხდა.

„ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი ის, რაც პარლამენტში მოხდა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდეთ. ყველამ პატივი უნდა სცეს პარლამენტის ინსტიტუტს. უმჯობესია ურთიერთობები პოლიტიკურ და საქმიან დისკუსიაში გადაიზარდოს და არა სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არაა მისასალმებელი.

მე არც პროკურორი ვარ, არც გამომძიებელი და დეტალებში ვერ შევალ, ვინ დაიწყო და რა მოხდა. საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივმართო - მესმის, რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, მესმის, რომ რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ზოგადად სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებშიც ხდება მსგავსი ინციდენტები და არ არის სასიამოვნო საყურებელი. სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტი ჩვენთანაც მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782815055

ახალი ამბები

კახა კალაძე: პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. როგორც კალაძემ მედ...

კახა კალაძე

1782814583

ახალი ამბები

ეკატერინა ივანიშვილის მიმართვა ეკა კუპატაძეს: მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს ტრაგედიას, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ, როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს

„მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ...

ეკატერინა ივანიშვილი

1782814013

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, გარედან არის თავსმოხვეული, დავასრულოთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის გადაწყვეტილება დროული იყო. მისივე შეფასებით, ის პოლარიზაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ბოლო წლების განმავ...

კახა კალაძე

1782812810

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა, ამას ვაკვირდებით დღეს აგენტურულ ჯგუფებში

„ისტორიულად, ქვეყნის გაძლიერების მნიშვნელოვანი საწინდარი იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელთა მხილება მიდიოდა. ამას ვაკვირდებით დღეს ოპოზიციის აგენტურულ ჯგუფებში“, – ამის შესახებ პარლამე...

შალვა პაპუაშვილი

1782811287

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალურივიზიტით იმყოფებ...

დავით სონღულაშვილი