ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა.
მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ ღვაწლს და საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარების საქმეში მის დიდ დამსახურებას. აღინიშნა, რომ აკადემიკოსის მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებაში.
ეთერ ქემერტელიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კვლევის განვითარებაში და საქართველოში ამ სამეცნიერო მიმართულების დამკვიდრებაში. ეთერ ქემერტელიძე ქვეყანაში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგის ერთ-ერთ ფუძემდებლად არის აღიარებული. მისი ხელმძღვანელობითა და კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი. მეცნიერს მიღებული აქვს 88 საავტორო მოწმობა და პატენტი.
აკადემიკოსს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაშიც - შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატურების წარსადგენად და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.
ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში - თანამშრომლობს ფარმაკოლოგიის ინსტიტუტთან და აგრძელებს კვლევით საქმიანობას.
ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან და უნივერსიტეტის კანცლერ ალექსანდრე ბუაჩიძესთან ერთად ფარმაკოლოგიის ინსტიტუტიც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე კვლევით პროცესებს.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































