ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას
თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერების ღვაწლმოსილ წარმომადგენლებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა ბექა დავითულიანმა, თინათინ ნიბლოშვილმა და ლევან ჯაფარიძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ ზაქარია წიკლაურმა, ასევე, დიდუბის მაჟორიტარმა გივი ჩხარტიშვილმა.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საკრებულოსთვის პატივია ასეთი ძვირფასი და სახელოვანი ქალბატონების მასპინძლობა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ვმასპინძლობთ ქალბატონებს, რომლებმაც თავიანთი პროფესიული გზით, ნიჭითა და ერთგულებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებული პატივით მინდა მივესალმო „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს, რომლებმაც ეს მაღალი აღიარება 2025 წელს მოიპოვეს.
თქვენი საქმიანობა მხოლოდ პროფესიულ წარმატებას არ გულისხმობს, თქვენ ხართ ადამიანური ღირებულებების ის მაგალითი, რომელზეც უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები. დღეს მოკრძალებით გვინდა მოგილოცოთ დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე და ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტი და მხატვარი თინათინ მღვდლიაშვილი; ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი; დიქტორი და მსახიობი თინა მგალობლიშვილი; ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ ბუკია; მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული აბესაძე; მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი მრავალი ათწლეულის განმავლობაში მანანა თოდაძე; კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნანული სარაჯიშვილი; მუსიკოსი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ლეილა მუმლაძე.
1775845206
ახალი ამბებიტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან
ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...
1775842962
მსოფლიო„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს
„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...
1775840252
მსოფლიოორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?
ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...
1775837496
ახალი ამბებირომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს
ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...
1775836752
მსოფლიო„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...































