მარიამ ქვრივიშვილი: უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და საშუალოდ მშპ-ს 1 პროცენტს

ჩვენი პოლიტიკა და ეკონომიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახებოდეს მისი და არა უცხო ქვეყნების მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ეს არის ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია “იმედზე” გამართულ დებატებში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ერთ მსხვილ ჯგუფზე - სტუდენტებზე და მათ გავლენაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 37,000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი ინდოეთიდანაა. უცხოელ სტუდენტებს შორის არიან ასევე იორდანიის, ისრაელის, სუდანის, პაკისტანის, ეგვიპტის, გაერთიანების სამეფოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

“უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს 1,2 მლრდ ლარს და ის საშუალოდ მშპ-ს 1 პროცენტია. ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებით ყოველწლიურად 300 მლნ ლარის შემოსავალს იღებს. 1 უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15,500 ლარს იხდის, ასევე სხვა დამატებით სექტორებში 16,300 ლარს ხარჯავს,” - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, ამ სეგმენტიდან საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებები 576 მლნ ლარის მოცულობით შემოსავალს იღებენ, სხვა სექტორებზე კი ეს დადებითი ეფექტი დაახლოებით 605 მლნ ლარის ოდენობით ნაწილდება.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა უცხოელების სხვა სეგმენტზეც, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ტურისტებად და შემდეგ, დარჩნენ საქართველოში და დასაქმდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში ასეთი პრაქტიკა ძალიან გახშირდა, შედეგად, მთავრობამ შემოიღო საქართველოში უცხოელთა დასაქმების რეგულირება, რომლის თანახმადაც ინვესტორს, ქართველი იქნება ის, თუ უცხოელი, მოუწევს შესაბამისი სამთავრობო უწყებისთვის იმის დამტკიცება, რატომ აჰყავს სამსახურში უცხო ქვეყნის მოქალაქე და არა ადგილობრივი პერსონალი. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობის ეს წესი ემსახურება იმას, რომ დასაქმებისას საქართველოში, პირველ რიგში, ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779088484

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...

მამუკა მდინარაძე

1779088108

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1779086730

ახალი ამბები

საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...

 სულხან თამაზაშვილი

1779086001

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...

მეთადონი

1779085233

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა