სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ჯ.ძ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 36 შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1788641260
მსოფლიოირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...
1788634125
ახალი ამბებიწყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...





























