ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს - შსს

„ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და დაკავების კადრებს ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს.

დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს - 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მოცემულ შემთხვევაში ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762327919

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“...

შსსშსსშსს

1762327269

საზოგადოება

პრემიერი: მქონდა პატივი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას

მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახი...

ირაკლი კობახიძე

1762325278

საზოგადოება

პრემიერი: ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, ასევე, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა

ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია - 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, - განაცხადა საქართველოს პრემი...

ირაკლი კობახიძე

1762325218

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ც...

სურსათის ეროვნულ

1762324357

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება

საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გა...

ირაკლი კობახიძე