პრემიერი: ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, ასევე, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა
ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია - 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.
„საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს.
გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა.
„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას. გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7 პროცენტით და 2025 წლისთვის 7.2-პროცენტიანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნა პრემიერმა.
1792091717
ახალი ამბებინიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...
1792089497
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...





























