სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, შვიდ პირს კი მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ პირს და საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, 1973 წელს დაბადებულმა მირზა ალიევმა, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, ინტენსიური ცეცხლი გახსნა სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით.
„შედეგად გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა ერთ-ერთი სპეცრაზმელი. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად ჩაატარეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და იღებდნენ მათგან სხვადასხვა დავალებას, რომელსაც შემდგომში ასრულებდნენ.
ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში სხვა პირებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული და გამოკვეთილი როლი ჰქონდა, კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე კვარტა მუხლის პირველი, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 109-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად უზრუნველყოფს, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
1762328883
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე: გრძელდება სიცრუის ტირაჟირება - როდესაც 2030 წელს მზად ვიქნებით გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის
როდესაც 2030 წელს მზად ვიქნებით გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის გაფართოების ანგ...
1762328444
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა
არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე - ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,...
1762327269
საზოგადოებაპრემიერი: მქონდა პატივი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახი...
1762325278
საზოგადოებაპრემიერი: ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, ასევე, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა
ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია - 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, - განაცხადა საქართველოს პრემი...
1762325218
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ც...


























