სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სუპერმარკეტები, სასურსათო მაღაზიები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საკონდიტროები და აგრარული ბაზრები.
„განხორციელებული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წელს გამოვლინდა ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა. სააგენტომ ყველა მათგანზე გაატარა კანონით განსაზღვრული ზომები.
აღსანიშნავია, რომ სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის, იმპორტიორი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას: ვარგისიანობის ვადებს (მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი); ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით); სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებას, საკვებდანამატების და არომატიზატორების შესახებ ინფორმაციას და ა.შ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15-01.
ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1762327919
ახალი ამბებისამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“...
1762327269
საზოგადოებაპრემიერი: მქონდა პატივი, ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას
მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახი...
1762325278
საზოგადოებაპრემიერი: ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, ასევე, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა
ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია - 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, - განაცხადა საქართველოს პრემი...
1762325081
ახალი ამბებიჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს - შსს
„ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანი დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და დაკავების კადრებს ავრცელებს....
1762324357
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება
საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გა...




























