კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო
თბილისის მერმა კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოჰყოლია ერთი წლის გასვლის შემდეგაც სათანადო რეაგირება 4 ოქტომბრის მოვლენებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომლის დაგმობაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მომხდარა.
„ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო. გარედან იმართებოდა აღნიშნული პროცესი. გავიხსენოთ, მთელი თვეების განმავლობაში როგორი კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. არც მაშინ მოუსმენია ვინმეს ერთი განცხადებაც კი და არც მერე, როდესაც სცადეს სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რომ მომხდარი დაეგმოთ.
გახსოვთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე გადაანგრიეს, მცდელობა ჰქონდათ შენობაში შეჭრილიყვნენ, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალკვალიფიციურად, ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც არის და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არის მიცემული. ზოგიერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული. ეს ადამიანები დღეის მდგომარეობით, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ აღიარა, გათავისუფლებულები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, პაატა ბურჭულაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ „ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“.
„რა უნდა ვუპასუხო მას? პაატა ბურჭულაძეს როგორ შეიძლება სერიოზულად უპასუხო? მისი ქმედებები გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ დაამთავრა. მე მგონი ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1791098159
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია, დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
„დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც ასახულია ის პროცესები, რომელიც...
1791097351
ახალი ამბებიბრალდებულმა მარნეულში თანასოფლელებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა გაუვრცელა, ფოტოების წაშლის სანაცვლოდ კი თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა მოსთხოვა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის...
1791096153
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „განსაკუთრებით დი...
1791095216
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...
1791060104
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ მიმართ მე მართლა ნული პოლიტიკური თანაგრძნობა მაქვს
ნიკა გვარამიასა და მისი მხარდამჭერების მიმართ პოლიტიკური თანაგრძნობა მე ვერ მექნება, რადგან ეს ადამიანები შეგნებულად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართ...































