კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავაზე: დაველოდოთ, რა განაჩენს გამოიტანენ, ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება
„ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი და ამ ყველაფერში მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს არ თმობს“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის პროცესის შესახებ ისაუბრა, სადაც განაჩენი დღეს გამოცხადდება.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ერთი საკითხია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და მეორე - რამდენად მოხდება აღსრულება.
„იმ უსამართლობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუფთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი მიზანმიმართულად, არადა ბატონმა ბიძინამ ყველა ინსტანციაში სხვადასხვა სასამართლო დავა მოიგო. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, თანხას არ უბრუნებენ. დაველოდოთ, ვნახოთ რა განაჩენს გამოიტანენ. ერთია გადაწყვეტილება რა იქნება, მეორეა მისი აღსრულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - იქნებ იმიტომ არ უბრუნებენ ბიძინა ივანიშვილს თანხებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულია, კახა კალაძის თქმით, სანქციები უსამართლოდ არის დაწესებული და ეს არის შანტაჟის ნაწილი.
„ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით სანქციები აბსოლუტურად უსამართლოდ და ახსნა-განმარტების გარეშე რომ დაუწესეს. თანაც სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციებს დაუწესებდა ივანიშვილს, მას სასამართლო პროცესები უკვე მოგებული ჰქონდა და თანხები არ იყო დაბრუნებული. მისი დასანქცირებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება და მე არ მგონია რამე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილი იცავს ქვეყნის ინტერესებს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. ჩვენი პრინციპული პოზიციით ქართველ ხალხს ავარიდეთ ომი. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1763930840
საზოგადოებაგოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს, სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა
„ის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომელიც 2...
1763929646
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ქართულ დიასპორას გუშინ შევხვდით რომში, იტალიის საელჩოში. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ჩვენს დიასპორებთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...
1763929472
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რადგან არასოდეს ვატიკანში საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქართული სიტყვა, მრავალხმიანობა, სიმღერა, გალობა არ ყოფილა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...
1763927134
მსოფლიომედია: გერმანიის პოლიციამ გამთენიისას მამაკაცის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც მან X-ზე გამოქვეყნებულ, საგადასახადო სისტემის კრიტიკის შემცველ პოსტში საჯარო მოხელეებს „პარაზიტები“ უწოდა
„გერმანიის პოლიციამ გამთენიისას 45 წლის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა“, - წერს Anadolu AGency-ი. გამოცემის...
1763923698
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბოლო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, მონაწილეობა 34 ათასმა მიიღო, რაც 1.5%-ია. სხვადასხვა პარტიის მომხრეზეა საუბარი. მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ არჩევნების საერთო შედეგზე
34 ათასი დაახლოებით არის 1.5% და თან ამავდროულად ამ 34 ათასში სხვადასხვა პარტიის მომხრეზეა საუბარი. მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ არჩევნების საერთო შედეგზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...


























