მედია: გერმანიის პოლიციამ გამთენიისას მამაკაცის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც მან X-ზე გამოქვეყნებულ, საგადასახადო სისტემის კრიტიკის შემცველ პოსტში საჯარო მოხელეებს „პარაზიტები“ უწოდა

„გერმანიის პოლიციამ გამთენიისას 45 წლის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა“, - წერს Anadolu AGency-ი.

გამოცემის ცნობით, ეს ინციდენტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს გერმანიაში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორც მედია იუწყება, კაცმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ქვეყნის საგადასახადო სისტემას და სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მომუშავე ადამიანებს აკრიტიკებდა.

„არავინ, ვინც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, არ იხდის სუფთა გადასახადებს. ისინი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობენ - თითოეული სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი, სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს კმაყოფაზეა. არცერთი პარაზიტი გადასახადებს არ იხდის“, - დაწერა მან თავის პოსტში.

გერმანული გაზეთი Die Welt წერს, რომ 13 ნოემბერს, დილის 6 საათზე აღნიშნულ მამაკაცთან სახლში ორი პოლიციელი მივიდა. მათ ჩხრეკის ორდერი და „სიძულვილის გაღვივების“ შესახებ ბრალდება წარუდგინეს. მისი თქმით, პოლიციელებმა მას ორი არჩევანი მისცეს: ან მათთვის ტელეფონი და პაროლი გადაეცა, ან მის ბინას გაჩხრეკდნენ. ის დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პოლიციის განყოფილებაში ოფიცრებმა ეჭვმიტანილს თითის ანაბეჭდები აუღეს და ფოტოები გადაუღეს. „მე მომიწია ზედა ტანის გაშიშვლება, რათა აპენდიქსის ოპერაციის შემდეგ ნაწიბურიც გადაეღოთ“, - განუცხადა მამაკაცმა გაზეთს.

ოფიცრებმა ასევე მოითხოვეს სისხლის ნიმუში დნმ-ის ანალიზისთვის, რაზეც მან უარი თქვა. ნიმუში არ აუღიათ. მედიის ცნობით, მამაკაცის ადვოკატმა, მარკუს პრეტცელმა, პოლიციის ქმედებებს „აბსურდული და უკანონო“ უწოდა.

ამასთან დაამატა, რომ ის ჯერ საქმის მასალებს არ გასცნობია. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არც სასამართლომ და არც პროკურატურამ არ განმარტეს „სიძულვილის წაქეზების“ ბრალდების საფუძველი. მიმდინარე გამოძიების მოტივით კი, ხელისუფლებამ უარი თქვა სავარაუდოდ პროვოკაციული განცხადების ზუსტი ფორმულირების დადასტურებაზე.

კაცი ამტკიცებს, რომ მას ბრალი მის პოსტში გამოყენებული სიტყვა „პარაზიტის“ გამო წაუყენეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურორები შესაძლოა ასე იმის გამო მოქმედებდნენ, რომ ნაცისტები „პარაზიტებს“ ებრაელების დასამცირებლად იყენებდნენ, თუმცა მამაკაცი უარყოფს ნეონაცისტებთან რაიმე კავშირს.

„მე მძულს ძალადობა. მძულს ექსტრემიზმი. მძულს ნაციონალ-სოციალიზმი, სოციალიზმი და კომუნიზმი“, - განუცხადა მან Die Welt-ს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763912361

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცს ეჭვი ეპარება, რომ უკრაინაში სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმება ტრამპის მიერ დაწესებულ ვადებში მოხერხდება

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ „სკეპტიკურად არის განწყობილი“ იმის მიმართ, რომ უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ვადაში მიიღწევა. შე...

ფრიდრიხ მერცი

1763909379

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: უკრაინის „ხელმძღვანელობამ“ ნული მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევის მიმართ, ხოლო ევროპა აგრძელებს ნავთობის ყიდვას რუსეთისგან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები უმადურობაში დაადანაშაულა. საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორი...

დონალდ ტრამპი

1763908085

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: როდესაც უცხო ქვეყნის იურისდიქციაში არიან ჩვენი მოქალაქეები, ისინი პოტენციური სამიზნეები არიან წნეხის, რომელიც ღია და აშკარაა. ამ წნეხის მოსახსნელად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება

რამდენიმე საკითხია, რომელიც დღეს არის ფაქტი. პირველი ფაქტი არის, რომ საქართველოს არჩევნების მიმართ არსებობს გარე ძალების ინტერესი. ჩვენ ეს 2024 წელს განსაკუთრებით თავხედური სახით ვნახეთ, როდესაც საქარ...

შალვა პაპუაშვილი

1763906418

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი არასრულწლოვანების შესახებ კანონპროექტზე: პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ და წინდახედულებიც

წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოს...

შალვა პაპუაშვილი

1763904716

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით

„ხვალ მექნება შესაძლებლობა, რომ მივმართო ასამბლეის მონაწილეებს დაკავშირებადობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობაზე საპარლამენტო განზომილებით. იგეგმება მასშტაბური პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გატარ...

შალვა პაპუაშვილი