საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო ჟურნალისტის სააკრედიტაციო განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები დაინტერესებული მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებმა 2025 წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.
„საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად დაინტერესებულმა მედიასაშუალებამ უნდა შეავსოს და წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ დანართი №1-ით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა.
სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს: ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი; ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი; ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები (მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბეჭდვით ორგანოზე, რომელიც დაფუძნდა სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს ორი თვისა);
მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
მედიასაშუალების სახეობის მიხედვით დასაშვებია შემდეგი რაოდენობის გადამღები ჯგუფისდასაკომპლექტებლად საჭირო ჟურნალისტის აკრედიტაცია: ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის) შემთხვევაში – არაუმეტეს სამი ჟურნალისტისა; რადიომაუწყებლის შემთხვევაში – არაუმეტეს ორი ჟურნალისტისა; ონლაინგამოცემისშემთხვევაში – არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტისა;
ტელემაუწყებლის შემთხვევაში:
ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლადსაჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;
ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა– არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფისდასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;
გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.
2026 წლისთვის გაცემული საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია იმოქმედებს 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
სააკრედიტაციო განაცხადი მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი, ან გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე:contact@parliament.ge“,- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
1763929472
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რადგან არასოდეს ვატიკანში საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქართული სიტყვა, მრავალხმიანობა, სიმღერა, გალობა არ ყოფილა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...
1763927134
მსოფლიომედია: გერმანიის პოლიციამ გამთენიისას მამაკაცის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც მან X-ზე გამოქვეყნებულ, საგადასახადო სისტემის კრიტიკის შემცველ პოსტში საჯარო მოხელეებს „პარაზიტები“ უწოდა
„გერმანიის პოლიციამ გამთენიისას 45 წლის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა“, - წერს Anadolu AGency-ი. გამოცემის...
1763923698
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბოლო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, მონაწილეობა 34 ათასმა მიიღო, რაც 1.5%-ია. სხვადასხვა პარტიის მომხრეზეა საუბარი. მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ არჩევნების საერთო შედეგზე
34 ათასი დაახლოებით არის 1.5% და თან ამავდროულად ამ 34 ათასში სხვადასხვა პარტიის მომხრეზეა საუბარი. მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ არჩევნების საერთო შედეგზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
1763921614
საზოგადოებადავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება და ტყუილების გავრცელება
პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყალიბდება მთავრობა და ხდება ნდობის გაცემა მასზე, ირჩევა პრეზიდენტი. ამიტომ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიღების შესაძლებლობა უნდ...
1763919951
ახალი ამბები„სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა, ნაპოვნია 4 ცხედარი“ - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ინფორმაციას საავტ...


























