გივი მიქანაძე: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება

 „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება. გამოცდისთვის რეგისტრაცია 24 ნოემბერს დაიწყება და 1-ელ დეკემბერს დასრულდება“, – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გივი მიქანაძის თქმით, მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ატარებს სახელმწიფო ენის გამოცდებს, რომელთა შედეგების მიხედვით გამოსაცდელს ეძლევა ენის ფლობის შესაბამისი და იმ კონკრეტული ქვეყნის მიერ აღიარებული სერტიფიკატი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მქონე უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვისა და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.

„სახელმწიფო ენის გამოცდა მნიშვნელოვანია ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაძლიერებისა და ენის ფუნქციონირების არეალის გაფართოებისათვის. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა გამოცდა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ამიერიდან სახელმწიფო ენის გამოცდა წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხი კომპეტენციის შემოწმების შესაძლებლობას მოგვცემს. ესენია: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი. ამ ეტაპზე განსხვავებული სირთულის ორი ტესტირება ჩატარდება: პირველი განსაზღვრავს ქართული ენის ფლობის A1 და A2 დონეებს, მეორე – B1 და B2 დონეებს. დონეების დიფერენცირება იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენ ქულას დააგროვებს აპლიკანტი.

2030 წლიდან, A1, A2, B1 და B2 დონეებთან ერთად, C1 და C2 დონეების განმსაზღვრელი გამოცდების ჩატარებას ვგეგმავთ და ამ მიმართულებითაც მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძის განცხადებით, ქართული ენის გამოცდისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.

მხედველობადაქვეითებული და უსინათლო გამოსაცდელებისათვის გათვალისწინებულია ბრაილის სისტემა ან სპეციალური ელექტრონული პროგრამა.

სახელმწიფო ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის გამოცდის შედეგების გათვალისწინებით გასცემს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საგამოცდო ტესტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა – დასაწყისში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიცადა ცალკეული კომპეტენციების შესამოწმებელი დავალებები, შემდეგ, მიღებული შედეგების ფსიქომეტრიული ანალიზისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით, შეიქმნა ტესტურ დავალებათა ბანკი და შემუშავდა საგამოცდო ტესტის ფორმატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763923698

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბოლო არჩევნებში საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, მონაწილეობა 34 ათასმა მიიღო, რაც 1.5%-ია. სხვადასხვა პარტიის მომხრეზეა საუბარი. მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ არჩევნების საერთო შედეგზე

34 ათასი დაახლოებით არის 1.5% და თან ამავდროულად ამ 34 ათასში სხვადასხვა პარტიის მომხრეზეა საუბარი. მათ ვერანაირი გავლენა ვერ ექნებათ არჩევნების საერთო შედეგზე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

არჩილ გორდულაძე

1763921614

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე: თითქოს ვინმეს ერთმევა საარჩევნო უფლება, ეს არის მტკნარი სიცრუე. მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მანიპულირება და ტყუილების გავრცელება

პარლამენტის არჩევნების შემდეგ ყალიბდება მთავრობა და ხდება ნდობის გაცემა მასზე, ირჩევა პრეზიდენტი. ამიტომ ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიღების შესაძლებლობა უნდ...

დავით მათიკაშვილი

1763919951

ახალი ამბები

„სამშენებლო კომპანიის 5 თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა, ნაპოვნია 4 ცხედარი“ - საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. ინფორმაციას საავტ...

პოლიციაპოლიცია

1763917837

საზოგადოება

მაია ბითაძე ბოკუჩავას ტყუილზე: ეუთოს დასჯას ირიბად გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა

ეუთოს დასჯას ირიბად გარე ძალები და მათ შორის საქართველოს უკვე დივერსანტი მოქალაქეები ცდილობენ იმისთვის, რომ მათ შავზე თეთრი არ თქვეს და თქვეს, რომ 2024 წელს არჩევნები საქართველოში შედგა, - განაცხადა გ...

მაია ბითაძე

1763916204

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე ოპოზიციის განცხადებებზე: წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში

წავიდნენ ყველაზე უფრო უხეში გზით, რომ ადამიანებში გააღვიძონ ერთგვარი ულტრა ნაციონალური გრძნობები და თქვან, რომ ეს არის არაბიზაციის პროცესის დასაწყისი საქართველოში, - აცხადებს რეგიონული პოლიტიკისა და თ...

ირაკლი ქადაგიშვილ