კახა კალაძე: ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ევროინტეგრაციის გზაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, თუმცა არა იმ ორმაგი სტანდარტით, რომელიც არსებობს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ბოლო იარაღად ვიზალიბერალიზაციის საკითხი დარჩა, რომლითაც ქართველ ხალხს აშანტაჟებენ.
„საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ოღონდ არა ისე, როგორც მათ აქვთ ორმაგი სტანდარტი - რაც მათთვის შეიძლება, თურმე ჩვენთვის არ შეიძლება. როდესაც გამოდიან და გეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მომავალს და აფერხებს ევროინტეგრაციას, მარტივი კითხვა ხომ ისმის? რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი? მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი არგუმენტი და პასუხი არ მიგვიღია.
უბრალოდ არის რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორმე ქვეყანა და ხალხი დააზიანონ. ჯერ იყო და გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ შემოიტანეს მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა. ყველა ამ საკითხით ცდილობდნენ, ქვეყანაში დაპირისპირებისა და რევოლუციის მოწყობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს, რაც დარჩათ ხელში, ვიზალიბერალიზაციის თემაა და ამით აშანტაჟებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, სანამ არსებობს რუსეთ-უკრაინის ომი, არსებობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეც.
„შვედეთის თუ დანიის პრემიერ-მინისტრი იყო, არ მახსოვს ზუსტად, უკრაინელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს გამოვიდა და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ერთსა და იმავე სქესიანთა ქორწინება არ იქნება დაკანონებულიო. ბევრი კომპონენტია, თუნდაც ომის დაწყება.
პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კაბინეტში და პრემიერს ემუქრებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსად წასულა. სანამ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, ეს საფრთხე კვლავ არსებობს. არ გვინდა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად, ბევრჯერ ვთქვით ეს.
ჩვენ მეგობრებიც გვინდა, პარტნიორებიც, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი და თავიანთი ინტერესები გატარდეს. მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენ ვიცით ორმხრივი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1757321803
ახალი ამბებიკახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან
„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაუ...
1757320137
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება
გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ის აქამ...
1757319591
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო 3 თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში
ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...
1757318875
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სუსის ხელმძღვანელად დანიშვნა, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით,...
1757317344
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები
საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც სა...